დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თეატრალური ფესტივალი-2012“ - ამჯერად ქუთაისში
2012/06/29 20:20:13

ტრადიციულ ფესტივალს „თეატრალური იმერეთი - 2012“ წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. ფესტივალი 17 ივნისს თავად მასპინძელმა გახსნა. მას შემდეგ ყოველდღიურად ენაცვლებიან ერთმანეთს მესხიშვილელთა სცენაზე იმერეთის სხვადასხვა რაიონის: ხონის, წყალტუბოს, სამტრედიის, ჭიათურის, ხარაგაულის, თერჯოლის, ბაღდათის, საჩხერის თეატრალური დასები.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარემ, „თეატრალური იმერეთი - 2012“-ის პროექტის ავტორმა ლევან როხვაძემ „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა:

„ჯერ კიდევ ომის დროს, 2008-ში, უკვე მზად ვიყავით, რომ ეს ფესტივალი ჩაგვეტარებინა ქუთაისში, მაგრამ მოხდა უბედურება და შემდეგ, ყოველ წელს, თქვენი მონა-მორჩილი იბრძვის ამ დღისთვის. თეატრი გააცოცხლა ამ ფესტივალმა. ერთმანეთს უყურებენ სხვადასხვა რეგიონის დასები, ერთმანეთს აფასებენ. დიდი წვლილი მიუძღვის სამხარეო ადმინისტრაციას და ქალაქის თვითმმართველობას. რომ არა ისინი, ქუთაისში ეს ფესტივალი არ გაიმართებოდა. ერთი სურვილი მაქვს: ფესტივალი მთელს საქართველოს ვაჩვენოთ... შესაძლოა, საერთაშორისო დღესასწაულადაც გადაკეთდეს, ეს იქნება დიდი ბედნიერება.“

ფესტივალის ჟიური, მწერალ თეიმურაზ ლანჩავას ხელმძღვანელობით, გამოავლენს გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში. მათ, შესაბამისად, საჩუქრებიც გადაეცემათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია