დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაგრატის საკითხი იუნესკოში 2013 წელს განიხილება
2012/06/27 13:16:28

ბაგრატის ტაძრის საკითხის განხილვა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტში 2013 წლისთვის გადაიდო. ამ ინიციატივით კომიტეტის სესიაზე გერმანიის დელეგაცია გამოვიდა.

„საკითხი არის უაღესად სერიოზული. ჩანს, რომ ძალიან დიდი შეცდომებია დაშვებული, ისეთი შეცდომებიც კი, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნება, ამიტომ ისინი ძალიან დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი. აქედან გამომდინარე, გერმანია მოგიწოდებთ, აღნიშნული საკითხის შესწავლა 2013 წლამდე განვაგრძოთ.

ჩვენ ვაკეთებთ ამას იმ გაგებით, რომ საქართველოს ეკლესია ითანამშრომლებს იუნესკოს მრჩეველებთან და გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს. საქართველოს მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ ისინი ითვალისწინებენ და პატივს სცემენ იუნესკოს რჩევებს და კონვენციას,” – განაცხადა გერმანიის დელეგატმა.

გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული სესიაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენლის მიერ.

როგორც netgazet.ge იტყობინება, ბაგრატის ტაძრის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების ან ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იუნესკო 2013 წელს 37-ე სესიაზე მიიღებს.

განახლებული ბაგრატის ტაძრის საზეიმოდ გახსნას საქართველოს ხელისუფლება მიმდინარე წლის სექტემბერში აპირებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია