დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობს ხალხი?
2012/06/25 13:07:37

ნინო დევდარიანი, სტუდენტი:

„ვფიქრობ, რომ ტაძარს უნდა შეუნარჩუნდეს ის სახე, რაც ჰქონდა ადრე და რითაც იყო ღირებული. თანამედროვე შტრიხებით, კერძოდ, ლიფტით და ამგვარი ზედმეტობებით ამ მემკვიდრეობითმა ძეგლმა ღირებულება დაკარგა.“

 

ლეილა მაწკეპლაძე, დიასახლისი:

„შვილო, ეს ტაძარი ახლა არც მართლმადიდებლურში წერია და არც კათოლიკურში. მიხაროდა, ქალაქის რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეგეხედა, ყველა მხრიდან ჩანდა. ახლა კი რა არის ეს? რა ვიცი, ამბობენ, შეჩერდა მშენებლობაო, მაგრამ აწი რაღა დროს? რაც კარგი და ღირებული იყო, კი მოსპეს და დაანგრიეს, გააჩერონ ახლა და უყურონ ხარაჩოებგარშემორტ-ყმულს.“

 

გურამ ფხაკაძე, პენსიონერი:

„ვერ გევიგე, ბაბუ, რა უნდა ჩვენს ხალხს. არ გაკეთდა და - არ კეთდებაო, ინგრევა ტაძარიო, გაიძახოდნენ. დაიწყეს რესტავრაცია, მილიონობით ლარი დაიხარჯა და ახლა მშენებლობის შეჩერება იქნება? დიდი უცნაური ხალხი ვართ, რა.“

 

თამუნა კლიმჩუკი, სტუდენტი:

„ჩემი მოსაზრება ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით ის არის, რომ ის ისეთი უნდა აღდგეს, როგორიც იყო, დაუბრუნდეს იმ ეკლესიის ფუნქცია, რაც საუკუნეების მანძილზე ჰქონდა. ის, რომ ტაძარში ლიფტი იქნება, ვფიქრობ, ეწინაარმდეგება იმ ძველ ღირებულებებს, რომლითაც იუნესკო დაინტერესდა.“

 

თამარ რაზმაძე, პედაგოგი:

„არ ღირს ამდენი ამბის ატეხა, შვილო. ყველაფერი დალაგდება და მოგვარდება. თქვენც მაგარ ამბავში ხართ ეს ჟურნალისტები“.

 

ნანი მიქაძე, ფილოლოგი:

„სადღაც წავიკითხე არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის ჩანაწერი - ვახტანგ ცინცაძე 40-50 წელი, თვით აკადემიკოს ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდა ნანგრევებიდან ბაგრატის ტაძრის „ამოყვანაზეო“, ამათ კი დღეს ის უნდათ, რამდენიმე თვეში შეასრულონ „ხუთწლედის“ გეგმა და ისე „გაათანამედროვონ“ ტაძარი, შუშის კედლებიანი ლიფტითაც   „დაამშვენონ!“ სრული მარაზმია! ამას ჰქვია უმეცრების მეუფება!“

 

შორენა კაცაძე, ისტორიკოსი:

„რა გითხრათ, მეტირება, დაიკარგა ის, რაც კარგი იყო“.

 

ეთერ ჯანგავაძე, სტუდენტი:

„გული მართლა დამწყდა, მაგრამ რას ვიზამთ ახლა. უნდა ვეცადოთ, დაშვებული შეცდომა გამოვასწოროთ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია