დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კლასიკური მუსიკის ფესტივალი ქუთაისში
2012/06/18 13:17:06

14 ივნისს ქუთაისის ბალანჩივაძების სახელობის ოპერის თეატრის ფოიეში „ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის“ ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

 

პრესკონფერენციის დაწყებამდე ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ დამსწრე საზოგადოება ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ ნაწყვეტით დაატკბო, რომელსაც თავად ასრულებდა ოპერის ფოიეში მდგარ როიალზე...ფესტივალი კლასიკური მუსიკის ხელშეწყობას, პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა მსმენელის დაინტერესებას ემსახურება. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალი თბილისსა და ჭიათურაში უკვე ტარდება და იმის გამო, რომ ქუთაისი ოდითგანვე მუსიკოს-შემსრულებელთა „აღმზრდელ ქალაქად“ ითვლება, აუცილებლობად მიიჩნიეს აქაც ჩატარება.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი  ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში ჩატარდება და სახელგანთქმულ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ჰოლანდიელი, ავსტრიელი და გერმანელი მუსიკოებიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არიან: ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ნინო გვეტაძე (ფორტეპიანო), ლიზა იაკობსი (ვიოლინო), შტეფანი ფაგიჩი (ფლეიტა), სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო კვარტეტი და სხვები.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები, რაც უნიკალური საშუალება იქნება ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის, რათა მიიღონ პროფესიონალებისაგან რჩევები და გაიმდიდრონ გამოცდილება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დავუკრათ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი არ ვცხოვრობთ აქ, ჩვენი ოცნება არის, ბევრი ვიმუშაოთ საქართველოში, რადგან მთელი ძალა და ფულის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ახალგაზრდებში. ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი თაობა და მათ უნდა შეცვალონ ჩვენი ცუდი და კარგი რაც არის, კიდევ კარგი უნდა გახადონ. ამიტომაც, მე ყოველთვის ვცდილობ, შემოვიკრიბო ძალიან კარგი, პროფესიონალი მუსიკოსები და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ,“- აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა, კლარნეტისტმა ლევან ცხადაძემ.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია