დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯაზის საღამო ქუთაისში
2012/06/11 13:14:17

ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის შენობაში 5 ივნისს, სალექციო ტურნეს ფარგლებში და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჯაზის საღამო გაიმართა. დარბაზში ახალგაზრდა თაობასთან  ერთად შეინიშნებოდა იმ თაობის სიმრავლეც, ვისაც მუსიკის ეს ჟანრი ბავშვობიდან ხიბლავს.

ლევან გერსამია, ჯაზის მოყვარული: „როგორც კი გავიგე, რომ ჯაზის საღამო იმართებოდა მესხიშვილის თეატრში, მაშინვე წამოვედი. რა ვქნა, მიყვარს და მაინტერესებს ეს მუსიკა. კი გამკვირვებია იმათი, ვისაც არ ესმის ჯაზური რიტმი! ვინც ასე თვლის, იმას, ალბათ, ყურში კარგად არ ესმის“.

საღამოს, ქალაქის მერთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ესწრებოდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა:

„მე აქ მოვედი ჩემი მეგობრების მოსასმენად. მიხარია, რომ ჯაზი ახსოვთ საქართველოში და ამ სალექციო ტურნეს მიზანი არის ის, რომ ამ ადამიანებმა ჯაზი მიიტანონ მსმენელამდე. ესენი დადიან საქართველოს ყველა კუთხეში, ათზე მეტი გასვლა ჰქონდათ, და ერთ-ერთი არის აქ, ქუთაისში, ამ უმშვენიერეს თეატრში, რომელიც სულ ახლახან განახლებული სახით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ეს არის, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პროგრამა მასტერკლასებისა, სადაც გამოდიან და ასრულებენ მუსიკას, შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში აგებინებენ არსს ამ მშვენიერი მუსიკალური იმპროვიზაციისას, რომელიც ჰგავს ჩვენს ხალხურ სიმღერას, და რომელიც ასევე ძალიან იმპროვიზირებულია.“

შემსრულებლებმა - კონსერვატორიის სტუდენტმა ბექა გოჩიაშვილმა, რეზო კიკნაძემ, თამაზ ყურაშვილმა და ზურა რამიშვილმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს სცენაზე. იყო ოვაციაც და ომახიანი ტაშიც.

„ჩვენ ვცდილობთ, ქალაქად თუ სოფლად, ჯაზი მივიტანოთ ყველგან. საერთოდ, ჯაზი ისეთი რამეა, პირველად რომ მოისმინოს ადამიანმა, აუცილებლად აიღებს იქედან რაღაცას. ჩვენ მიზანია, კარგად ნაცნობ სტანდარტებს დავამთხვიოთ რაიმე ახალი. მიხარია, რომ დღეს თქვენს წინაშე წავრსდექით და ჯაზური მისიკით ცოტათი მაინც გასიამოვნოთ.“ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურა რამიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია