დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავდგათ რეზო რამიშვილის ძეგლი-სიმბოლო „სათაფლია“ ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე
2012/05/28 13:33:07

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში, ბატონ ლაშა მაქაცარიას;

 

ქალაქ ქუთაისის მერს, ბატონ გიორგი თევდორაძეს;

თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს,  ბატონ ამირან ხვადაგიანს,

 

უკვე ხელშესახებად გამოიკვეთა ქუთაისის პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ფუნქციები, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, ამასთან ერთად, იმერეთსა და ქუთაისს დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის თვალსაზრისითაც.

ჩვენმა თანაქალაქელმა, ცნობილმა მოქანდაკემ, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილმა ბატონმა რეზო რამიშვილმა 1999 წელს შექმნა უნიკალური ძეგლი - სიმბოლო „სათაფლია“. იგი წარმოადგენს უკანა ორ ფეხზე წამომართულ, გაღიმებულ დინოზავრს, რომელსაც ხელში სიყვარულით ჰყავს ატატებული დინოზავრის ნაკვალევის აღმომჩენი, ლეგენდარული პეტრე ჭაბუკიანი. ძეგლის ავტორს სურვილი ჰქონდა, დინოზავრის ნატურალური ზომის სიმბოლო-ქანდაკება აღემართათ ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - სათაფლიისაკენ მიმავალი გზის დასაწყისთან, სოფელ ბანოჯაში, რაც ბატონმა რეზომ დაადასტურა ბატონ ბენია თხილავას საავტორო გადაცემაში ჯერ კიდევ 2000 წლის იანვარში. საბედნიეროდ, ეს ჩანაწერი დაცულია და ის ერთხელ კიდევ გადაიცა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით 2012 წლის 6 აპრილს.

ეს შესანიშნავი ინიციატივა დღემდე არ განხორციელებულა, არადა, ამ უანალოგო და უნიკალურ ძეგლ-სიმბოლოს ვერც შინაური და ვერც უცხოელი გულგრილად გვერდს ვერ ჩაუვლიდა!

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ძეგლი-მაკეტის დამზადება შესაძლებელია მტკიცე პლასტმასისაგან, ამიტომ მისი ღირებულება და დანახარჯი ძალიან მცირე იქნება.

ეს ძეგლი-სიმბოლო იმდენად უნიკალურია, რომ ის შეიძლება საქართველოში ტურიზმის სიმბოლოდაც კი იქცეს. გარდა ამისა, ამ წინადადების განხორციელებას ახლა უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობაც ექნება.

ბატონო ლაშა,

ბატონო გიორგი,

ბატონო ამირან,

წინადადებას, რომელსაც გთავაზობთ, დარწმუნებულნი ვართ, უთუოდ ექნება თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთი სასიკეთო და საშვილიშვილო საქმე წარმატებით დაგვირგვინდება.

 

უღრმესი პატივისცემით:

 

ბენია თხილავა, ბადრი კაპეტივაძის სახელობის საზოგადოებრივი სატელევიზიო კლუბის პრეზიდენტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;

გივი თოდაძე, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;

ალექსანდრე შენგელია, ჟურნალისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ქუთასის საპატიო მოქალაქე;

ვაჟა ჭყონია, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;

ჯანიკო გაბუნია, პოეტი, ჟურნალისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

ლევან ჯიქია, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;

გოვენ ჭეიშვილი, მსახიობი;

თემურ ძიძიგური, ექიმი, ფოტოხელოვანი, მოგზაური;

თორნიკე მარჯანიშვილი, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი;

გიორგი შავგულიძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი;

მაგული ჩხობაძე, ექიმი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი;

ემზარ გორდაძე, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი;

მურთაზ კანკაძე, ჟურნალისტი, გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ მთავარი რედაქტორი;

ნინო ღინტიბიძე, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი;

დავით რეხვიაშვილი, შპს „ჰარმონია-92“-ის მენეჯერი;

ლევან როხვაძე, თეატრალურ მოღვაწეთა იმერეთის კავშირის თავმჯდომარე, რეჟისორი

 

და სხვები (სულ 37 ადამიანი)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია