დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსახიობის იუბილე ბავშვების გარემოცვაში
2012/05/21 11:15:16

გასულ კვირას თოჯინების თეატრში ბავშვების ჟრიამული არ წყდებოდა. აქ ყოველთვის ასეა, მაგრამ 15 მაისი მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ან კი რატომ არ იქნებოდა, როცა პატარები სცენაზე მსახიობისა და რეჟისორის ავთანდილ სახამბერიძის ლამაზი შემოქმედებით ტკბებოდნენ. 60 წლის იუბილეს აღნიშვნაც ამას ჰქვია: პატარა მაყურებელმა მსახიობი პეტრე ბაბუს როლით ისე ძალიან შეიყვარა, რომ სპექტაკლის მსვლელობისას სულ მის ირგვლივ ტრიალებდნენ.

 

„სათაფლიას ზღაპარმა“ მოლოდინს გადააჭარბა.

 

„ეს არის ბედნიერება, როცა ამდენი პატარა გარს გახვევია და მათგან გრძნობ ძალიან დიდ სიყვარულს. ადამიანები ქმნიან ოჯახებს, მათ უჩნდებათ შვილები და ეს არის სწორედ დიდი სიხარული, ცხოვრების აზრი და იმედი,“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ავთანდილ სახამბერიძე.

მას თანაქალაქელები, წლებია, იცნობენ ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე განხორციელებული შესანიშნავი როლებით; იცნობენ, როგორც ბავშვთა დეკლამაციის უბადლო პედაგოგს; იცნობენ, როგორც საინტერესო რეჟისორს, იცნობენ, როგორც თოჯინების თეტრის მსახიობს... საზოგადოება მას მრავალმხრივ სცემს პატივს, მაგრამ იმ დღეს იგი თოჯინების თეატრის უსაყვარლესი პეტრე ბაბუა იყო...

„მსახიობმა უნდა იმუშაოს ყოველთვის, ის უნდა დაიღალოს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს რაღაც ძალა, რომლითაც ვიმართებით. სწორედ ამ ძალით ვითამაშე დღეს პეტრე ბაბუს როლი და ამდენ პატარას მივანიჭე სიხარული. მიხარია, რომ მათ ფიქრებში ჩაწვდომა შევძელი,“ - ამბობს იუბილარი მსახიობი.

ფინანსური პრობლემის გამო, როგორც რეჟისორი, ჯერჯერობით, ვერ მუშაობს. ბევრი რამ უოცნებია, ბევრი აუხდენია, ბევრიც ისევ ასახდენია: „ჯერ კიდევ 60 წლის ვარ და ვერ მოვასწრებ ჰოლივუდობას“ (ხუმრობს ჩვეული თავმდაბლობით).

„მეამაყება, რომ ავთანდილ სახამბერიძე არის ჩვენი თეატრის მსახიობი, იგი ჩვენს გვერდით იმ დღიდანაა, როცა ყველაზე მეტად უჭირდა თეატრს. ბევრმა მსახიობმა ამ გაჭირვებას ვერ გაუძლო და წავიდა. ბატონი ავთო კი დღემდე ჩვენთანაა. იმ პერიოდში ის, ფაქტობრივად, საქველმოქმედოდ მუშაობდა, რადგან უსახსრობის გამო მართლაც კაპიკებს ვუხდიდით. ეს იყო ძალიან მიზერული თანხა. ახლაც მერიდება, ის დრო რომ მახსენდება. რაც შეეხება დღევანდელ სპექტაკლს, „სათაფლიას ზღაპარი“ არის ყველა მაყურებლისთვის განსაკუთრებული და საყვარელი და მისი უცვლელი მსახიობი არის ბატონი ავთო, - ადამიანი გამორჩეული როლით და გამორჩეული თატრალური ნიჭით,“ - ამბობს ქუთაისის თოჯინების თეატრის მმართველი ია ანთაძე.

ნორჩი მაყურებლის გულწრფელი ტაში იმ დღეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, რაც იუბილარმა მიიღო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია