დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიდევ გვაქვს დასაკარგი მიწა? კულტურული მემკვიდრეობა?
2012/05/21 11:05:18

მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ რეფორმებზე საუბრობს, საქართველოს მიწას და კულტურულ მემკვიდრეობას დაპატრონებას უპირებენ. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს არამარტო ტერიტორიული ერთობის, არამედ რწმენის სიმბოლოა. იგი ერთ-ერთი ძირძველი მამათა მონასტერია, რომელიც თურმე „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს“.

 

 

ბოლო დროს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება შეშფოთებულია. სამთავრობო გუნდში მიაჩნიათ, რომ სანერვიულო არაფერია. როგორც კულტურის ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა თვლის, იქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოლოცვა და დათვალიერება. მომლოცველთა საკმაოდ დიდი ნაწილი კი აცხადებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ისინი აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ არ შეუშვა. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არ იყო საქართველოს საზღვრებში.

ამ განცხადებას ეხმიანება ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. „ჩემი მინისტრობის გამოცდილებიდან ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა. ორი მონაკვეთი დაუდგენელი იყო - დავით გარეჯისა და წითელი ხიდისა, რომელიც პრეზიდენტების  დონეზე  უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. სამწუხაროა და სამარცხვინო, როცა მინისტრის მოადგილემ არ იცის განსხვავება დაუდგენელი საზღვრის მონაკვეთსა და ჩვენს საზღვრებში არ შემავალ ტერიტორიებს შორის! სკანდალურია, როცა ხელისუფლების მთავარი დღევანდელი საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არც სოხუმი და არც დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაში არ შედიოდა. ხან ომით ასხვისებენ ტერიტორიებს და ხან სიტყვით... მოღალატეობაა სხვა კი არაფერია,“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დავით გარეჯის უდაბნოს კომპლექსის ადგილმონაცვლეობისა თუ საზღვრის დემარკაციის საკითხებზე ამჟამად მუშაობს ორი სახელმწიფოს ერთობლივი კომისია. ამ სამონასტრო კომპლექსის დათვალერება კი საქართველოს მაქალაქეებისა და ასევე ტურისტებისთვის დღემდე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა,“ - ნათქვამია განცხადებაში, მაგრამ არ არის მითითებული, რომ ეს დღემდე იყო და თუ რა ხდება დღეის შემდეგ. უკვე ბევრ კითხვის ნიშანს სვამს.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აზერბაიჯანულად მოხსენიება შემაძრწუნებელია. ამ ხელისუფლებას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები აბსოლუტურად არ ანაღვლებს და ყველაფრის გაყიდვა შეუძლია,“ - აცხადებს საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი თამარ ჩხეიძე. იგი ეჭვს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაში  საქმე ნამდვილად რაღაც სახის გარიგებას ეხება.  „განცხადება იმის შესახებ, რომ საბჭოთა პერიოდში გარეჯის ტერიტორია არ შემოდიდოდა ჩვენს საზღვრებში, არის ტყუილი. იყო რაღაც მონაკვეთი, რომელიც სადავო იყო და შესაძლოა, მართლაც აზერბაიჯანში შედიოდა იურიდიულად, მაგრამ ახლა რა ტერიტორიებსაც ისინი აკონტროლებენ, ეს ტერიტორიები უდავოდ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და აზერბაიჯანელებსაც აზრადაც არ მოსდიოდა მათი დაპატრონება, მით უმეტეს - მესაზღვრეების ჩაყენება, ხოლო თუ ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღიარებს, ეს შემაძრწუნებელი ფაქტია,“ - აცხადებს ჩხეიძე და სინანულით აღნიშნავს, რომ დღეს რომ ქართული საზოგადოება არსებობდეს, ამ ფაქტს ადეკვატურ პასუხს უნდა სცემდეს.

ცხადია, ამ ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ აღნიშნული საკითხი საქართველოს ოკუპაციის მცდელობად შეაფასეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ზოგიერთი არაოფიციალური წყარო იუწყება, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სამსახურში დაუდასტურეს და მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის უკვე შედგა მოლაპარაკება, რის საფუძველზეც 6 მაისს აზერბაიჯანის მხარემ განახორციელა ხსენებული მანევრი. გამოდის, რომ ადგილი აქვს შეთანხმება-შეთქმულებას და თუკი ეს მართლაც ასეა, ეს არის ხალხის ღალატი და ისეთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ერმა თავგანწირვის ფასად უკან არ უნდა დაიხიოს,“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც თავს ეკლესიის წიაღში შექმნილ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია