დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სხვა დრო, სხვა თემები, სხვა ხასიათი „ოქროს ჩარდახში“
2012/05/14 12:27:35

7 მაისს „ოქროს ჩარდახში“, რიონის სანაპიროზე, ახალგაზრდა ქართველი პოეტების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა. სწორედ ამ დღეს, 1915 წელს, ქუთაისში შეიქმნა „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენი, მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა, მიმდინარეობის წევრები იყვნენ მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა.

სტუმარ პოეტებთან - ეკა ქევანიშვილთან, ნინო თარხნიშვილთან (ამელი), თეა თოფურიასთან, ირაკლი კაკაბაძესთან და დათო ქაშიაშვილთან ერთად, ლექსები იმ ახალგაზრდა ქუთაისელმა პოეტებმაც წაიკითხეს, ვისაც სურვილი ჰქონდა, თავისი შემოქმედება საზოგადოებისთვის გაეცნო.

ზვიად ხუჯაძე, ორგანიზატორი:              „დიდი ხანია, ამ თემაზე ვლაპარაკობთ, ძალიან უნდოდათ ამ პოეტებს ქუთაისში ჩამოსვლა. მათი სტუმრობა დაემთხვა შვიდ მაისს, იმ დღეს, როდესაც შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ახალგაზრდა შემოქმედთა პოეზიის საღამო გაგვეკეთებინა და ისინი დღეს ჩვენს ქალაქს სტუმრობენ.“

პოეზიის საღამოს ოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის - ჟურნალისტი და ხელოვანი ლელა სებუა: „პოეზია მიყვარს, მომწონდა ცისფერ-ყანწელები, მომწონს თანამედროვე პოზიაც, არის მათ შორის დიდი სხვაობა, არამარტო დროში, არამედ ხასიათშიც, თემებშიც, ძალიან მომეწონა ირაკლი კაკაბაძე და ეკა ქევანიშვილი.“

ქუთაისს სტუმრობდა პოეტი და ჟურნალისტი დათო ქაშიაშვილი, რომელმაც განაცხადა: „ძალიან სასიამოვნო იყო რიონის პირას ლექსების წაკითხვა, მიყვარს იმერელი მსმენელი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ.“

„ოქროს ჩარდახში“ პოეზიის საღამო ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1724
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია