დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით კაკაბაძის გენიალური ნამუშევრები - ქუთათურებისათვის
2012/05/07 11:55:34

გამოფენა 10 მაისს, მხატვრის გარდაცვალებიდან 60 წლისთავზე დაიხურება

3 მაისს დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენას გენიალური მხატვრის მშობლიურმა ქალაქმა მისივე სახელობის სახელმწიფო გალერეაში უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილია პარიზის პერიოდის 12 ტილო, რომელიც ბოლო 84 წელია არ გამოფენილა. გამოფენის კურატორმა და დავით კაკაბაძის შვილიშვილმა მარიამ კაკაბაძემ განაცხადა, რომ მხატვრის ოცნება იყო, მისი ნამუშევრები მშობლიურ ქალაქში  გამოფენილიყო, იქ, სადაც მან ცხოვრების პირველი წლები განვლო. დავით კაკაბაძის ნამუშევრების წარმოდგენა მისი სიკვდილის შემდეგ, 1959 წელს მოეწყო, მას შემდეგ ეს  მისი პირველი გამოფნაა,  რომელიც მისივე სახელობის გალერეაშია ექსპონირებული. გამოფენაზე წარმოდგენილი 12-ვე ნამუშევარი  ოჯახის კოლექციიდანაა, მათ შორის  არის  აბსტრაქციები კუბისტური სერიიდან, ინსტრუქციულ-დეკორაციული ნამუშევრები და ავტოპორტრეტი ბროწეულით, რომელიც მომავალ წელს საუკუნის ხდება.

გამოფენაზე ნაჩვენები იყო მხატვრის ფოტონამუშევრებიც. დავით კაკაბაძე უმეტესად ხუროთმოძღვრულ ძეგლებს იღებდა. აქვე, მემორიალურ ნივთებთან ერთად წარმოდგენილი იყო ის ფოტოკამერაც, რომლითაც დავით კაკაბაძე მუშაობდა.

დავით კაკაბაძის გამოფენისთვის  სიმბოლურად შეირჩა ქუთაისი, იგი სპეციალურად დაუკავშირეს 2 მაისს - სახალხო ზეიმს. გამოფენა კვირაზე მეტხანს გასტანს და 10 მაისს დაიხურება, იმ დღეს, როდესაც შესრულდება დავით კაკაბაძის გარდაცვალებიდან 60 წლისთავი.

 

ხატია გორგოძე   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია