დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოწამეთის წარსულისა და აწმყოს ამსახველი ფოტოების გამოფენა მოწამეთაში
2012/04/18 14:53:24

18 აპრილი კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა  დაცვის საერთაშორისო დღეა. წელს ეს დღე პირველად ქუთაისშიც აღინიშნა. ქუთაისის მერიის კულტურისა და   ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით  მოწამეთაში გამოიფინა ტაძრის საუკუნის წინანდელი ფოტოები და რესტავრირებული მონასტრის 25-მდე ახალი ფოტონამუშევარი.  მონასტრის ეზოში გამართულ გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„პირველად ქუთაისში,  კულტურის სამსახურისა  და ადგილობრი თვითმმართველობის ინიციატივით, გადავწყვიტეთ  გაგვემართა გამოფენა მოწამეთის  რეაბილიტირებულ მონასტერში. მიხარია, რომ აქ ამოსული სტუმრები დიდი ინტერესით ათვალიერებენ ნამუშევრებს,“ – განაცხადა ქუთაისის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ლეკვეიშვილმა.

გამოფენით კმაყოფილი დარჩა მისულ საზოგადოებაც.

„ძალიან მომეწონა აქ გამოფენილი ნამუშევრები, სადაც აღბეჭდილია ჩვენი ქვეყნის ისტორია. ვფიქრობ, რომ სწორედ შეარჩიეს ის ადგილიც, სადაც გამოფენა იმართება, რადგან ეს წმიდა ადგილია.“–  ამბობს სტუდენტი ნინო ყურუა.

 

მოწამეთის მონასტრის ეზოში გამოფენილი ფოტოები ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია