დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უსიტყვოდ გადმოცემული ტრაგედია
2012/04/17 12:12:33

სცენური ხელოვნების ის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც მხატვრული სახის შექმნას უსიტყვოდ, ჟესტებით, მიმიკებითა და მოძრაობებით ახერხებს, პანტომიმაა.

 

9 აპრილს, ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის თეატრში, ქუთაისის პანტომიმის თეატრის მსახიობებმა „9 აპრილის ტრაგედია“ გაითამაშეს. მათ სხეულის ენით, ექსპრესიულად და საინტერესოდ გადმოსცეს იმ დღეს მომხდარი სისხლიანი მოვლენები.

 

„რთულია, იდგე სცენაზე და უსიტყვოდ გადმოსცემდე იმ ტკივილს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გადაიტანეს. ეს სპექტაკლი ჩვენი თვალით დანახული 9 აპრილია - დღე, როცა ქართველები ერთ მუშტად იყვნენ შეკრული მტრის წინააღმდეგ,“ - გვითხრა პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა ბაქარ ბაქრაძემ. 

„ურთულესი როლი მქონდა, რადგან  უნდა მეთამაშა რუსი ჯარისკაცის როლი. ეს  ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ძალიან რთული იყო, რადგან, როცა ქართველი ხარ და ასრულებ შენი მტრის როლს, ძალიან ძნელია! თუმცა  მოვინდომე და, მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა,“ - ამბობს პანტომიმის მსახიობი ვალერი გიორგაძე.

ემოციებისგან დამუხტულნი იყვნენ მაყურებლებიც, მათ ამ სპექტაკლმა ის დიდი ტკივილი და მწუხარება კიდევ ერთხელ შეახსენა.

„არაჩვეულებრივი იყო, ძალიან მომეწონა. სპექტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე მქუხარე ტაშიც კი შემოვკარი, თუმცა 9 აპრილის გახსენება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას თამრ კლიმჩუკმა.

პანტომიმის ქუთაისელმა მსახიობებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჟესტები და მიმიკები უფრო ბევრის მთქმელია, ვიდრე, უბრალოდ, საუბარი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია