დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
35-ე ამაშუკელობა პირველი ქართველი ოპერატორის მშობლიურ ქალაქში
2012/03/19 13:27:59

14 მარტს ქუთაისში ტრადიციულად, უკვე 35-ჯერ აღინიშნა ქართული კინოს ფუძემდებლის - ვასილ ამაშუკელის დაბადების დღე. ცნობილმა კინომცოდნემ, პროფესორმა და საზოგადო მოღვაწემ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელმა გოგი დოლიძემ ამჟამადაც ღირსეული პატივი მიაგო „ძია ვასოს“ (როგორც ახლაც ეძახის ბატონი გოგი).

 

პროგრამა დაიწყო ქუთაისის მერის პირველ მოადგილესთან - ნიკო კაჭკაჭიშვილთან მიღებით. შეხვედრა საქმიანი აღმოჩნდა. ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. გადაწყდა, რომ 22 ივლისს, ვასილ ამაშუკელის უნიკალური ფილმის  „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 100 წლისთავის აღსანიშნავად, მოეწყოს ეტლებით გრანდიოზული მასშტაბის მოგზაურობა ქუთაისიდან ონამდე, ანუ იმავე გზით, რაც მგოსანმა გაიარა.

შეხვედრის დროს ნაჩვენები იქნა იუმორის ეროვნული აკადემიის მიერ მოკვლეული, დღემდე დაკარგულად მიჩნეული, 1965 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმი - „მალაქიას გასაჭირი“. მისი ელექტრონული ვერსია ბატონ გოგი დოლიძეს პირადად გადასცა ბენია თხილავამ.

შემდეგ ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართა ვასილ ამაშუკელის პატივგების ღონისძიება. მასში მონაწილეობდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის - სკოლების მოსწავლეები, გელათის სასულიერო აკადემიის სტუდენტები. მადლიერმა შთამომავლობამ ყვავილების გვირგვინებით შეამკო დიდი მოღვაწის საფლავი.

დასასრულს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში სტუდენტი ახალგაზრდობა შეხვდა პროფესორ გოგი დოლიძეს. მათ დიდი ინტერესით უყურეს ფილმს „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომლის კომენტარსაც თავად ბატონი გოგი დოლიძე აკეთებდა.

 

დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია