დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მხატვარ ქალთა კვირეული
2012/03/07 14:56:11

მერიის კულტურის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 3-დან 7 მარტის ჩათვლით,  „თი-ბი-სი“ ბანკის ბიზნესცენტრში ქუთაისელი მხატვარი ქალების გამოფენათა კვირეული გაიმართა. კვირეულში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი, ასევე თვითნასწავლი მხატვრები. ნამუშევრები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, როგორც თემატიკით, ასევე - შესრულების ტექნიკით.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ქალ-მხატვართა კვირეული. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ასევე 3-დან 8 მარტის ჩათვლით სხვადსხვა ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი,“ - განაცხადა კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვიმა.

3 მარტს კვირეული საზეიმოდ გაიხსნა. ამ დღეს ყველა მხატვარი იყო წარმოდგენილი, ხოლო მომდევნო დღეებში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, თითოეული მხატვრის მთლიან შემოქმედებას ცალკე გაცნობოდა.

„ეს ჩემი პირველი გამოფენაა. სულ რამდენიმე ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი. 4 თვეა რაც ვხატავ, ძალიან ვღელავ, არ ვიცი, მოეწონებათ თუ არა დამთვალიერებლებს ჩემი შემოქმედება,“ - ამბობს ჟურნალისტი ლია უკლება.

კვირეულის გახსნაზე მოწვეული იყო მომღერალი ლაშა ღლონტი.

„ძალიან მომეწონა ნამუშევრები, ისიც კი ვიკითხე, გამოფენა-გაყიდვა ხომ არ არის-მეთქი, რომ რამდენიმე ნახატი შემეძინა. მიხარია, რომ, მიუხედავად იმისა, გარეთ თოვს, მოსახლეობა მაინც მოვიდა და ინტერესით ათვალიერებს მხატვრების შემოქმედებას,“ - გვითხრა მომღერალმა ლაშა ღლონტმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული ნამუშევრები, ასევე გობელენი, ბატიკა და თექა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია