დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიჟარებში მოქცეული სამყარო
2012/02/06 14:24:36

უკვე ათი წელია, ეს საოცარი კომპოზიციები იქმნება.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ხშირად, როცა სოფლად უწევდა წასვლა, ბუნების წიაღში განმარტოვდებოდა. ეძებდა ხის ქერქებს, ხავსს, გადაგდებული ხის ტოტებს და გირჩებსაც კი. შემდეგ ფიქრებსა და განცდებს თავის ნამუშევრებს ანდობდა...

პირველად, სიყვარულის თემაზე ქალი და მამაკაცი დახატა, შუაში კი ნახატს ხავსიანი ყვავილი გაუკეთა. მაშინ მეუღლეს ძალიან მოწონებია ნატოს ნამუშევარი. ჩარჩოებსაც უკეთებდა და ცდილობდა ცოლის ნიჭისთვის ხელი შეეწყო. ამის შემდეგ მუზა ქალბატონი ნატოს მეგობარი გახდა. აკეთებს სხვადასხვა ფერის, სახეობის ნატურმორტებს, ყვავილებს ფოთლებით, უფოთლოდ, ქოთანში...

ზოგჯერ თემა აბსტრაქტულიცაა. ქმნის იმას, რაც მოსწონს, სიამოვნებას ანიჭებს და განტვირთვის საშუალებას აძლევს. - ნიჟარებს უმეტესად ზღვის სანაპიროზე ვაგროვებ. ზოგჯერ რიონისპირა ადგილებშიც დავდივარ და პატარა ლოკოკინის ნიჟარებს ვპოულობ. ერთხელ მეზობელთან აკვარიუმი შევნიშნე, მოფარფატე თევზებით. შიგ კი სხვადასხვა ფერის ნიჟარები იყო. თან უკვე ვფიქრობდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა. ნიჟარები ძალიან მომეწონა. მეზობელს შენახული ჰქონდა და საკმაოდ ბევრი მაჩუქა. სიმართლე გითხრა, ყოველთვის არ შემიძლია მუშაობა. ზოჯერ, საღამოობით დავჯდები ჩემთვის და თვითონ ხელი მაკეთებინებს, იმას, რაც ძალიან მომწონს.

ნატო კუხალაშვილი პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. თუმცა ბავშვობიდან ხატავდა, ოცნებობდა, რამდენიმე დღით მაინც მოხვედრილიყო სოფელში, გრძნობდა, რომ სოფლის გარემო მასში სხვა შესაძლებლობებსაც გამოავლენდა. სწორედ მეუღლის სოფელს უმადლის, რომ დღეს ბევრი რამ შექმნა, შემოქმედებით სფეროში თავისი სათქმელი თქვა. დაახლოებით 50-მდე, სხვადასხვა ზომის განსხვავებული შინაარსის ნამუშევარი აქვს. ზოგიერთ მათგანზე მუშაობას 2-3 დღეს ანდომებს, ზოგსაც რამდენიმე საათს. გააჩნია თავისუფალ დროს და შემოქმედებით ხედვას.

საახალწლო ორნამენტებიც მრავლად გაუკეთებია, თეფშებზეც გადააქვს თავისი ფიქრები და ემოცია.

ადრე, ეკონომიკური კრიზისის დროს, ნამუშევრების გაყიდვაც უფიქრია, თუმცა...

- ვერ გავიმეტე გასაყიდად. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი მაქვს გაჩუქებული. ყველას ძალიან მოსწონს, აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ალბათ კარგია... ორი ერთნაირი არასდროს გამიკეთებია. შეიძლება მიმგვანებული იყოს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც თავდაპირველი ნამუშევარია. სახლში თითქმის ყველა ოთახი ნამუშევრებს უკავია. მეუღლეს და შვილებს ძალიან მოსწონთ და მეუბნებიან, კიდევ გააკეთეო.

დამთვალიერებელი ჯერ მხოლოდ სანაცნობო წრეა. თუმცა სამომავლოდ გამოფენის გამართვასაც აპირებს.

ნამუშევრებს სახელს არ არქმევს. ამაზე, როგორც გვეუბნება, არც უფიქრია. უბრალოდ აკეთებს იმას, რაც მოსწონს, უყვარს, თითქოს ჩუმად და მრავლისმთქმელადაც. თავის განცდებს კი ნამუშევრებით გადმოსცემს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია