დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკი, რომლისთვისაც მილიონობით ადამიანმა სისხლი დაღვარა
2012/02/06 14:20:18

„მუსიკით დემონური ძალების მოძრაობაში მოყვანა“

 

ყველას უყვარს მუსიკის მოსმენა, თუმცა გემოვნება ყველას სხვადასხვა აქვს - პოპმუსიკიდან დაწყებული, კლასიკური მუსიკით დამთავრებული.

ოდესმე გიკითხავთ საკუთარი თავისთვის - რატომ მოგწონთ მუსიკის მოსმენა? ალბათ, ფიქრობთ, რომ სულს ეამება, „მოდას“ მისდევთ, ან, უბრალოდ, მუსიკა გაიძულებთ, დაფიქრდეთ... ნაწილობრივ ასეა! მას შეუძლია ზემოქმედება, რადგან მუსიკა წარმოსდგება სიტყვისგან „მუზა“, რაც ხელოვნების სულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეუძლია მას ადამიანის სულზე ზემოქმედება.

აი, მაგალითად, იმ ბობოქარი მიმდინარეობის შესახებ ვისაუბროთ, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მეორე ადამიანი უსმენს და როკის სახელწოდებით ვიცნობთ. ალბათ, აბსურდად გეჩვენებათ, რატომ უსმენს მას ყოველი მეორე, ან რა გრძნობებს უნდა აღვიძებდეს ასეთი ხმაურიანი „ჯაგა-ჯუგი“, მაგრამ ფაქტია, რომ მიტინგის შემდეგ იგი პროტესტის ერთ-ერთ გამომხატველ საშუალებად იქცა.

ასეა თუ ისე, ალბათ, ყოველი ჩვენგანი ყოფილა უამრავი ლეგენდარული როკ-ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ.

მოგეხსენებათ, რომ სატანაც კი, დაცემამდე, ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ ის სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. შესაბამისად, აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედელად იარაღს, რასაც „როკ-მუსიკა“ ჰქვია.

უფრო ნათელი რომ გახდეს, გადავხედოთ როკის ისტორიას.

ეს მიმდინარეობა სათავეს აფრიკის ჯუნგლებიდან იწყებს. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თუ დავაკვირდებით, როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები...

1980 წლიდან მუსიკის სამყაროში გაჩნდა ტერმინი - „ფირფიტის უკუღმა დატრიალება“. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ფუნდამენტალისტი მქადაგებლები ამბობდნენ, სატანა ახალგაზრდა მსმენელის ქვეცნობიერს სიმღერის უკან დამალული გზავნილებით ელაპარაკებაო. მათი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ უამრავი ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად ავადდებოდა არამარტო ფიზიკურად, არამედ - სულიერად და თვითმკვლელობამდე მიდიოდა. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა მხოლოდ სიმღერის უკუღმა დატრიალება და ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი სიმღერა სატანის სადიდებელ „ჰიმნად“ იქცევა - გაიგონებთ ასეთ ფრაზებს: „მე მიყვარს სატანა, ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია, შეგთხოვოთ, გაათავისუფლე ხელები.. შენი სახელია 666.“

როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტ ალესტერ კროულისთან. ეს ადამიანი თავს მისტერ 666-ს უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, დემონური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში.

აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი „მამა“ სატანური „ეკლესიის“ წევრია. მაგალითად, როდესაც რომელიმე როკშემსრულებელი  ფირფიტას უშვებს, შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა. შეიძლება, ამიტომაც არის, რომ, მაგალითად, 1981წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.

როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღვთისმგმობი გამონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც. მაგალითად, ერთ-ერთი ინგლისური ტექსტის თარგმანი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ, სამსხვერპლოები იწვიან, უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლუციფერს - ჩემს უფალს, მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან.. დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“

ძალიან ბევრი როკ ჯგუფი ღვთისსაგმობ ფრაზებს ხმამაღლა აცხადებდა. როლინგ სტოუნზი: „როკი ყოველთვის იყო ეშმაკის მუსიკა.“

ჯგუფი „სლაუერ“: „ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველები, ჩვენ ლორდ სატანას ვენდობით“.

ჯონ ლენონი: „ქრისტიანობა გადაშენდა- იგი დაპატარავდება და ნელ-ნელა გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა.“

მიუხედავად მათი აღიარებისა, ხალხის ნაწილი მაინც დადებითად აფასებდა და აფასებს როკს.

ალ მენკონი, როკ მუსიკის სპეციალისტი, ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდების უმეტესობა მუსიკის ერთგული უფროა, ვიდრე ქრისტესიო. მუსიკა თანამედროვე თაობის ენაა.. თანამედროვე თაობა კი უბრალოდ არ უსმენს მუსიკას, ის ღრმად განიცდის მას.

შემდეგ მეცნიერული კვლევის შედეგადაც გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ჰყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარეები, ძირითადად, ჭკნებიან და ნადგურდებიან. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას, ადვილად წარმოიდგინეთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი?

სტატისტიკური მონაცემებით, მოზარდების 87% დღეში 3-7 საათს როკ-მუსიკას უსმენს. პორტატული აუდიო-აპარატურის გამოცემის შემდგომ ისინი უკვე დღეში 7-8 საათს უთმობენ.

ფსიქოლოგებიც ამტკიცებენ, რომ როკის ფიზიოლოგიური შედეგები საზიანოა. შეუძლებელია, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანმა დაუქვემდებაროს საკუთარი პიროვნება როკს, ისე, რომ არ მიიღოს ფსიქო-ემოციური ტრამვები (ნერვული გრძნობითი აშლილობა, თვითმკვლელობისა და მკვლელობისკენ მიდრეკილება, მაზოხისტური აქტები...).

ზოგს ახსოვს, ზოგსაც გაუგონია, რომ, მაგალითად, ჯონ ლენონი, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ სული ეშმაკს მიჰყიდა, თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დაუსვეს კითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“

მათ კონცერტებზე ხშირი ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრიან და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემენ.

სხვადასხვა როკ-შემსრულებლების კონცერტებზე, ფესტივალებზე 1000-მდე ადამიანი შავდებოდა, ზოგი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გარდაიცვალა, იყო შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, „ბიტლზის“ კონცერტზე (კანადაში) 10 წუთში 100 ადამიანი გაითელა და მძიმედ დაიჭრა. ყველაზე საზარელი შემთხვევა მოხდა „როლინგ სტოუნზის“ ფესტივალზე, რომელიც ქალაქ ელტემონტში ჩატარდა. ფესტივალზე 30000 მსმენელი სხვადასხვა მიზეზით გარდაიცვალა.

გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას: ამოტრიალებული ხუთწვერიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება.

სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში, ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მას გაუცნობიერებლად, ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.

ჯვარი (ჯვრის ამობრუნება, ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები... ) - ხშირად როკშემსრულებლები გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ ჩნდებიან კამერების წინ, თუ კლიპებში. მაგრამ ეს მათი მხრიდან დაცინვასა და ჯვრის შეურაცხყოფას ნიშნავას.

„666“ - მხეცის რიცხვი. „აპოკალიფსში“ ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია.

შავი ლაქი, შავი სამოსი, შავად შეღებილი თვალები და წითელი ტუჩები გამოხატულებაა ყოველგვარი სატანიზმისა.

როგორც ვხედავთ, როკმა მჭიდროდ მოიკიდა ფეხი მსოფლიოში. ხალხი ადრე სისხლს თავისი ქვეყნის დასაცავად ღვრიდა, როკისთვის კი მილიონობით ადამიანმა დაღვარა. დღესაც მიმდინარეობს ახალგაზრდობის ღრმა ხრწნილება. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პროტესტის გამომხატველი როკ-სიმღერები შექმნილა და იქმნება, მაგრამ - რადიკალურად განსხვავებულ სტილში. დამერწმუნებით, არც არავის უნახავს, რომელიმე ქართველი როკერი გამოსულიყო და უცხოელი წინამორბედების მსგავსად გაეთელა ფეხქვეშ რელიგია, ადამიანი.... არც გვანებივრებენ როკ-კონცერტებით, კლიპებით, იშვიათადაც თუ შეხვდებით ქუჩაში როკის მიმდევარს. ჯგუფის        „ვაკის პარკის“ ყოფილმა წევრმა ზაზა ხუციშვილმა გამოთქვა პროტესტი და ისიც პოლიტიკური ფერებში გადაწყვეტილი. სიმღერის სათაური „მიშა მშია“ იყო. ამას მხოლოდ საქართველოში თუ გავიგონებდით, მაგრამ თუ მაინცდამაინც გვიყვარს როკი, ისევ ასეთი ტექსტის სიმღერების მოსმენა სჯობს...

„გვშია გიტარის სიმების თანხლებით,

ვის ეყოფა ქობალიას მოზელილი ღომი?“

მიშა, მშია და მწყურია,

მიშა, მშია და მწყურია -

ქვეყანას შია.“

თუმცა, თუ ჩემი, უცნობის, ნაცნობის „შეშლილი სიტყვები“ მაინც აბსურდად გეჩვენებათ, თქვენი არჩევანია...

 

სალომე კოხრეიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია