დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ჩავიცვათ 2012 წელს?
2012/01/09 13:50:04

მოდა ქალბატონებს ეკუთვნით, თუმცა მისით მამაკაცებიც როდი არიან ნაკლებ დაინტერესებულნი.

 

 

გინდათ განსაკუთრებულად გამოიყურებოდეთ? ჩვენთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი სადღესასწაულოდ გამოწყობაა.

2012 წელს დიზაინერები დიდი რაოდენობით მბზინვარე და დავარდნილი ქსოვილისგან შეკერილ კაბებს გვთავაზობენ, კაბებს, რომლებიც აღარ საჭიროებენ დამატებით დეტალებს; ასეთი ქსოვილებია აბრეშუმი და ატლასი. ამ სტილის სამოსის შექმნისას ძალიან გამოსადეგია აგრეთვე კაშკაშა ფერის ორნამენტები.

კაბებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია მოდაში. კარგია, თუ ჩვენს ძველ კაბებს შევავსებთ ახალი სეზონის აქტუალური სამკაულებით და აქსესუარებით, მოსასხამით ან ბოლეროთი. ეს ნამდვილ მოდის მიმდევრად გადაგაქცევთ. მამაკაცებისათვის ასევე მისაღებია ნატურალური ქსოვილისაგან შექმნილი, სადა და მსუბუქი სამოსი. კარგია, თუ შავთან შეახამებთ ნათელ ფერებს.

ახალი წელი, ოფიციალურად, მეტალის ფერების წელია, ამიტომ გარდერობი მკვეთრი, ნათელი ფერებით განაახლეთ. სულ არ არის საჭირო, სამოსი ძვირფასი ქვებით გადატვირთოთ. მისაღებია „პრადის“, „ლანვინის“ და „მარნის“, ან ნებისმიერი სხვა ბრენდის ორიგინალური სამკაული. ხელოვნური სამკაული უფრო გასართობი და ფაფუკია, ასე, რომ რაც შეიძლება მეტი გაიკეთეთ. ძვირფასი ქვები კარგია, მაგრამ არა - წელს.

თუ თქვენ საბაზო კლასიკურ გარდერობს ფლობთ, საკმარისია, წელიწადში ორჯერ განაახლოთ იგი ახალი ნოტებით, რათა მოდურ თემში ჩაერთოთ.

ასევე წელს აქტუალურია შლაპები და ბეწვეული. მდიდრული, ფართო ფარფლებიანი შლაპა, დეკორირებული ბაფთებითა და ყვავილებით. ასევე მოკლეფარფლებიანი - თამამი შლაპა.

მამაკაცებისათვის კი აქტუალურია კოვბოური სტილის შლაპა მკვეთრი ზოდებით.

2012 წელს ბეწვეულის, ან ბეწვეულით გაწყობილი ნივთები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, უფრო - შარფები და ხელთათმანები, რომლებიც დამზადებულია ნატურალური ბეწვისგან და აქვთ ნათელი ფერები (ნაცრისფერი, „ბეჟი“, ყავისფერი, წითელი), ასევე მკვეთრი ფერები (ლურჯი, ნარინჯისფერი, იისფერი, ვარდისფერი და მწვანე).

2012 წელს უდავო ტრენდი - ეს არის დეკორატიული ელემენტები ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ჩანთებისთვის, ლითონის ელემენტები - ტყავის ქამრებისათვის.

ავთანდილი 2012 წლისთვის მოდის მიმდევრებს მუქი ფერებიდან ჭრელზე გადასვლას ურჩევს:   „მოდის სფეროში აქტუალური გახდა ყველაფერი ის, რაც ნატურალური და ბუნებრივია. როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის მისაღებია მარტივი ორნამენტების სამოსი. 2012 წელს ქალმა არა დრაკონის წელს უნდა მოაწონოს თავი, არამედ - მამაკაცს.“

რაც შეეხება სამკაულს, შემორჩენილია გასული სეზონის ტრენდები: კოქტეილის ბეჭდები კაშკაშა დიდი ქვებით, თვლიანი სამაჯურები და გრძელი მძივები, ან ბეწვი კულონით.

ეცადეთ, თქვენი ტანსაცმელი, აქსესუარები, სამკაული და ჩანთა ერთმანეთთან ისე შეახამოთ, რომ გადატვირთული არ იყოთ.

 

ხატია გორგოძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია