დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ფრანი“ სიურპრიზს გვიმზადებს
2012/01/09 13:48:03

ჯგუფი „ფრანი“ 2005 წლის 24 დეკემბერს ჩამოყალიბდა თბილისში. დღეს ის ძალიან პოპულარულია, „ფრანმა“ უკვე 50 კონცერტი ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალებშიც. თავდაპირველად ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა: დიტო საკანდელიძე, შოთა ზაქარია და გაგა ჩიხლაძე. დროთა განმავლობაში ჯგუფმა ახალი წევრები მიიღო. დიტო კაკი ჯაფარიძემ ჩაანაცვლა და კაკის შემდეგ ზიკო და პაკო დაემატნენ. ამჟამად ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება: რითმ-გიტარა და ვოკალისტი - შოთა ზაქარია, ბას-გიტარა - კაკო გუკაროვი, ზვიად ნაზღაიძე (ზიკო), დრამერი - კაკი ჯაფარიძე, კომპოზიტორი, სოლო გიტარა, ვოკალისტი - გაგა ჩიხლაძე.

 

გაგა წარმოშობით ქუთაისელია, იგი ამ დღეებში მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა. ჩვენ მას კონცერტის წინ შევხვდით.

 

- გაგა, რას გვეტყვით თქვენს ქალაქზე? 

- მიხარია, რომ ქუთაისელი ვარ და ვამაყობ ჩემი ქალაქით. მე ქუთაისი ძალიან მიყვარს. მირჩევნია ყველა ქალაქს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებს პატივს არ ვცემ. ჯგუფში მხოლოდ მე ვარ ქუთაისელი. აქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად თბილისში წავედი. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, პროფესიით მსახიობი ვარ. იქ გავიცანი შოთა ზაქარია, მე და შოთიკომ ერთობლივად, ფრენა-ფრენით ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი.

- დღეს ჯგუფი პოპულარულია. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელმა სიმღერამ მოგიტანათ აღიარება?

- ვერ გეტყვით. ასე მგონია, ჯგუფის არსებობის პერიოდში, რაც შეგვიქმნია ყველა კარგი სიმღერაა. ალბათ, მაინც იმ სიმღერამ მოგვიტანა, რომელიც „ფრანის“ შემოქმედებაში დასაწყისი იყო. ეს არის „ნარცისისფერი ქალაქი“ და „რა გულიანად.“

- ვიცი, რომ საკუთარი სტუდია არა გაქვთ. სად ატარებთ რეპეტიციებს?

- ამჟამად ჯგუფი „ფრანი“, ნიაზ დიასამიძის საქველმოქმედო მუსიკალურ კლუბში, 33 ა-ში გადის რეპეტიციებს.

- ქართულ შოუბიზნესზე რას ფიქრობთ?

- ქართულ შოუბიზნესზე ჯგუფი  „ფრანი“ საერთოდ არ ფიქრობს. იმიტომ, რომ ჩვენ იმ დიდ ოჯახზე ვფიქრობთ, რომელსაც ცოცხალი მუსიკა ჰქვია საქართველოში.

- გეგმავს თუ არა უმოკლეს ხანში ჯგუფი ალბომის შექმნას?

- აი, ალბომზე ვიწყებთ მუშაობას. უკვე ჯგუფს საბოლოო სახე მიეცა. ჩამოვყალიბდით, ვიცით, რა გვინდა, როგორ გვინდა. ვერ გეტყვით, რამდენი სიმღერა შევა ალბომში, ვერც ალბომის სახელს გაგიმხელთ. მოდით, სიურპრიზად დავტოვოთ.

- გვაინტერესებს „ფრანის“ სამომავლო გეგმები.

- ალბომი...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1819
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია