დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ELDRINE ქუთაისში
2011/12/12 12:23:58

24 დეკემბერს, საღამოს 18:00 საათზე, ქუთაისის საოპერო თეატრი და მუსიკის დარბაზი  ჯგუფ ELDRINE-ს უმასპინძლებს.

ჯგუფი, რომელშიც ექვსი წევრია, 2010 წელს შეიქმნა და მას შემდეგ სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში წარმატებულად მონაწილეობს.

მათი წინსვლა 2011 წლის ევროვიზიის კონკურსიდან იწყება. ნიჭიერების შემფასებელი მალევე გამოჩნდა და ევროპულმა MTV-იმ მათთან  თანამშრომლობა დაიწყო.

ჯგუფი ქართულ რეალობაში უნიკალურია იმით, რომ არ აქვთ კონკრეტული სტილი და მიმართულება, რაც მთავარია, აკეთებენ ხარისხიან პროდუქტს. თავად ქმნიან მუსიკას უცხოენოვან ტექსტებზე.

კონცერტი საათი და ოცი წუთი გაგრძელდება და შესრულდება ყველა ის სიმღერა, რაც ჯგუფს შექმნილი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერები რადიოს გარდა ვიზუალური ეფექტით ცნობილი არ არის.

როგორც ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, სპონსორების დამსახურებაა ბილეთის ფასი, რაც 10-15 ლარს შეადგენს. მათი თქმით, ეს ფასი საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია.

„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მაქსიმალურად შევეცადეთ, თითოეული ქუთაისელისათვის გაგვემარტივებინა კონცერტზე დასწრება, რაც ნამდვილად აისახება ბილეთის ფასშიც. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით სპონსორებს,“ - განაცხადა კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აკო ანდღულაძემ.

„პირობას გაძლევთ, კონცერტის დაწყების პირველივე წუთიდან მსმენელი,  იმხელა შოკს მიიღებს, რომ მთელი საღამოს მანძილზე გაჰყვება. იქ მოსულ მაყურებელს ვთავაზობთ სიამოვნების მთელ პაკეტს, როგორც კონცერტისაგან, ასევე გარემოსა და მომსახურებისაგან, ასე ვთქვათ, იქნება მუსიკა და კომფორტი,“ - შიო აფრიდონიძე პროექტის ტექნიკური დირექტორი.

კონცერტის დაწყებამდე დარბაზის ფოიეში იქნება  ჯგუფის შეხვედრა  ფანებთან, ფოტოგრაფების წინ პოზირება და ყველაფერი ის, რაც მსგავსი კონცერტების დროს მსოფლიოში ხდება. ორგანიზატორებმა ასევე აღნიშნეს:

„ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ, არ მოვაკლოთ სიამოვნება არც ფანებს და არც ჯგუფის წევრებს.“

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი ELDRINE ქუთაისს მეორედ სტუმრობს.

ნინო ჩიტიაშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია