დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
და­ლის ხეობაში - ოტია იო­სე­ლი­ან­თან ერ­თად
2011/10/24 12:33:18

1971 წლის 6 აგ­ვის­ტო, პა­რას­კე­ვი. პრე­სის სახლში, ჩემს სა­მუ­შაო ოთახში, ბატო­ნი ოტია იო­სე­ლი­­ნი მეწ­ვია. იცო­და, რომ მე, წლების მან­ძილ­ზე, ომის თე­მა­ზე ვმუ­შაობდი და, რად­გან ის, იმ დროს, ახალ წიგნს „ცის­ფე­რი და შა­ვი მდი­ნა­რე“ წერ­და, რა­ღაც კონ­სულ­ტა­ციები სჭირ­დებოდა.

 

 

ამ დროს, ოთახის კა­რი შე­მო­ა­ღო მა­რუხის ბრძო­ლების მო­ნა­წი­ლემ ლე­ვან მშვე­ნი­ე­რა­ძემ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მომთხოვა, მო­ნა­წი­ლეობა მი­მე­ღო მის მი­ერ ორ­გა­ნი­ზებულ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მა­რუხის უღელ­ტეხილ­ზე. ბატონ­მა ოტი­ა­მაც, იმ წუთ­ში­ვე, თანხმობა გა­ნაცხადა ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლეობაზე.

სამ­შაბათს, 10 აგ­ვის­ტოს, ჩა­ვე­დით ზუგ­დიდ­ში, სა­დაც გვი­მას­პინ­ძლა რა­ი­ო­ნუ­ლი გა­ზე­თის რე­დაქ­ტორ­მა ისა­აკ ქორ­თუ­ამ თა­ვის კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად, ისი­ნი აღ­ფრთო­ვა­ნებული იყვნენ ბატონ ოტი­ას­თან შეხვედ­რით. აქ­ვე შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ მა­რუხის ბრძო­ლების მო­ნა­წი­ლე­ნი - გერ­მა­ნე კო­დუა და ვარ­ლამ რო­გა­ვა.

დღის 3 სა­ათ­ზე დრან­და­ში ვიყავით. ვა­პი­რებდით ვერ­ტმფრე­ნით მა­რუხზე გაფ­რე­ნას. აე­რო­პორ­ტის უფ­რო­სი ქვარცხავა მე­ო­რე დღის­თვის გვპირ­დება დახმა­რებას. ღა­მეს აე­რო­პორ­ტის სას­ტუმ­რო­ში ვა­თევთ, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს ფრე­ნები აღარ არის. გა­დავწყვი­ტეთ ტაქ­სით გამ­გზავ­რება.

ტაქ­სის მძღო­ლი ბარუკ თურ­ქმე­ნი­ა­ნი კარ­გად იც­ნობდა ამ მხარეს. ის კარ­გი მო­საუბრე გა­მოდ­გა. ჩვე­ნი გზაც 394-ე დი­ვი­ზი­ის ნაკ­ვა­ლევს და­ად­გა. გა­ვი­ა­რეთ სოფ­ლები მა­ჭარ­კა, მერხეუ­ლი, ოქ­ტომბერი (ოლ­დინ­სკი), წებელ­და, ზახაროვ­კა (ამ­ტკე­ლი), ჩი­ნი, ლა­თა (ზე­და და ქვე­და), ბაგა­დის კლდეები და ჩა­ვე­დით ჩხალ­თა­ში.

11 აგ­ვის­ტო. მო­ვი­ნახულეთ და­ლის ხეობის სოფ­ლები აჟარა, გენ­წვი­ში, გვან­დრა, ომარ­შა­რა, სა­კე­ნი. მას­პინ­ძლობას გვი­წევს აჟარის სა­სოფ­ლო საბჭოს თავმჯდო­მა­რე შო­თა გურ­ჩი­ა­ნი. შემ­დეგ შე­მოგ­ვი­ერ­თდა მდი­ვა­ნი ბიძი­ნა გუჯეჯია­ნი და მან­ქა­ნით შე­მოგ­ვა­ტა­რეს აფხაზე­თის სვა­ნე­თის სოფ­ლები. აქ, ძი­რი­თა­დად, სვა­ნუ­რად ლა­პა­რა­კობენ, მაგ­რამ ხში­რია ქარ­თუ­ლი საუბარიც.

ღა­მე გა­ვა­ტა­რეთ შო­თა გურ­ჩი­ა­ნის ოჯახში. მე­ო­რე დი­ლით, ეზო­ში, ოტი­ამ სახლის კე­დელ­ზე მიყუდებული ცე­ლი და­ი­ნახა და, გულ­მა არ მო­უთ­მი­ნა, შე­უდ­გა  ბალახის თიბვას. ოცი წუ­თი და­უს­ვე­ნებლივ იმუ­შა­ვა. ეს მო­მენ­ტი ფო­ტო­ფირ­ზე აღვბეჭ­დე.

ხუთ­შაბათს, 12 აგ­ვის­ტოს, სო­ფელ გენ­წვიშ­ში და­ვი­ქი­რა­ვეთ ცხენები და გამ­ცი­ლებელი არე­თა გუჯეჯია­ნი. სა­ღა­მო ხანს, სო­ფელ ჩხალ­თი­დან ავუყევით მდი­ნა­რე ჩხალ­თას ხეობას. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, დათ­ვის ღრი­ა­ლი შე­მოგ­ვეს­მა. აქ იმარჯვა არე­თა გუჯეჯიან­მა და ერ­თი გას­რო­ლით გა­ა­გო­რა კარ­გა მოზ­რდი­ლი დათ­ვი (დათ­ვის ტყავი, მე­სა­მე დღეს, ბატონ­მა ოტი­ამ 500 მა­ნე­თად შე­ი­ძი­ნა არე­თას სი­ძის, ბიძი­ნა­სა­გან).

წა­მო­ვი­და ძლი­ე­რი წვი­მა. იძუ­ლებული გავხდით, ღა­მე გაგ­ვე­თია არე­თას სი­ძის ოჯახში.

პა­რას­კე­ვი. 13 აგ­ვის­ტო. მჟავე წყლებამ­დე შე­უს­ვე­ნებლივ ვი­ა­რეთ. ხში­რი ზვა­ვების შე­დე­გად, გზა გა­ფუ­ჭებულია და ზო­გი­ერთ ად­გი­ლას სა­ში­ში გა­სას­ვლე­ლებია. 1963 წელს მოხდა ჩხალ­თის ძლი­ე­რი მი­წის­ძვრა, რის შე­დე­გად მთები ჩა­მოშ­ლი­ლა და მო­სახლეობას მი­უ­ტო­ვებია ეს ად­გი­ლები.

ჩხალ­თი­დან 30-ე კი­ლო­მეტ­რზე, ტყეში, თავს დაგ­ვესხა გა­რე­უ­ლი ფუტ­კა­რი. მა­თი ნაკბენებისა­გან ცხენები გა­ცოფ­დნენ. არც ჩვენ გვად­გა კარ­გი დღე. ვიწ­რო ბილი­კი იყო და სას­წა­უ­ლებრივ გა­და­ვურ­ჩით უფ­სკრულ­ში გა­და­ჩეხვას.

ბევ­რი აღ­მართ-დაღ­მარ­თი გა­ვი­ა­რეთ, გა­დავ­კვე­თეთ ჭაობები, ტყის ბილი­კები, აქ­ვე შევხვდით ჰიდ­რო­ლო­გებს ან­ზორ პა­ი­ჭა­ძეს და შო­თას (გვა­რი არ მახსოვს), რომ­ლებიც მდი­ნა­რე მა­რუხის სა­თა­ვი­სა­კენ მი­დი­ოდ­ნენ. ისი­ნი მო­წი­წებით მი­ე­სალ­მნენ ბატონ ოტი­ას. ამ ად­გი­ლას მდი­ნა­რე ჩხალ­თა მკვეთ­რად უხვევს. აქ­ვე გან­ლა­გებულია გე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­ტი­ის კარ­ვები. პარ­ტი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს გო­გი რა­მიშ­ვი­ლი. ისი­ნი სპი­ლენ­ძის მად­ნის ძიებაში არი­ან.

აქე­დან ორი­ო­დე კი­ლო­მეტ­რში ყოფი­ლი აე­როდ­რო­მია და 808-ე პოლ­კის შტაბის შე­ნობის ნან­გრე­ვები. კი­დევ 8 კი­ლო­მეტ­რი და ვუახლოვ­დებით ჩან­ჩქერს. გვიხდება ჩა­მოზ­ვა­ვებული ად­გი­ლების დაძ­ლე­ვა. მდი­ნა­რე მა­რუხის მარცხენა ნა­პირ­ზე საბრძო­ლო სან­გრებია. ისი­ნი ქვებით არის შე­მოზ­ღუ­დუ­ლი. აქ­ვე ადა­მი­ა­ნების თა­ვის ქა­ლები და ჩონჩხებია მი­მო­ფან­ტუ­ლი.

ჩან­ჩქერ­თან ახლოს სვან მწყემ­სებს კარ­ვები და­უდ­გამთ. ორი ქა­ლი და ექ­ვსი კა­ცი, პა­ტა­რა ჯამბულა­თიც მათ­თან ერ­თად დროებით ფერ­მას ემ­სახურება. კარ­გად მიგ­ვი­ღეს. გაგ­ვი­მას­პინ­ძლდნენ ნა­დუ­ღით, ყვე­ლით, სულ­გუ­ნით, მაწ­ვნით, ღო­მით. იმ ღა­მეს კა­რა­ვი მთლი­ა­ნად დაგ­ვით­მეს.

14 აგ­ვის­ტო, შაბათი. ჩან­ჩქე­რი­სა და შემ­დეგ უნა­გი­რას­კენ შე­ვუ­დე­ქით გზას. მი­წის­ძვრის შე­დე­გად მთები ჩა­მოშ­ლი­ლია. უზარ­მა­ზა­რი ლო­დებით ჩახერ­გი­ლია ბილი­კები. ადა­მი­ა­ნის ჩონჩხებითაა მო­ფე­ნი­ლი ეს ად­გი­ლები. აქე­დან იწყება ყინუ­ლო­ვა­ნი ვე­ლი. ად­გი­ლი მო­ფე­ნი­ლია ძვლებით, ყუმბარებისა და ნაღ­მების ნამსხვრე­ვებით, დამ­პა­ლი აირ­წი­ნა­ღებით და ფეხსაც­მე­ლებით. ყინუ­ლის ველ­ზე 30-40 მეტ­რის სიღ­რმის, 3-4 მეტ­რის სი­ფარ­თის ნაპ­რა­ლებია. ამბობენ, ტყვი­ას 1000 კა­ციც არ მო­უკ­ლავს, რაც ნაპ­რა­ლებმა, შიმ­შილ­მა და სი­ცი­ვემ გა­ა­კე­თე­სო (ამას დარ­წმუ­ნებით ამბობდნენ ამ ბრძო­ლების მო­ნა­წი­ლეები).

ავე­დით 2737 მეტ­რზე ზღვის დო­ნი­დან. უბერავს ძლი­ე­რი ქა­რი, თოვს. მივ­დი­ვართ ობელის­კებთან. ქვე­ვით, მარცხნივ, ტბაა, ხოლო მარჯვნივ - თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი მი­და­მო. ობელის­კები გახსნი­ლია 1963 წლის 18 აგ­ვის­ტოს. უღელ­ტეხილ­ზე ძლი­ე­რი ქა­რი მძვინ­ვა­რებს (რო­გორ ძლებდნენ 1942 წელს ადა­მი­ა­ნები!). მე­ტის მოც­და შე­უძ­ლებელია და ვეშ­ვებით ქვე­მოთ. კო­კის­პი­რუ­ლად წვიმს. მდი­ნა­რეები ადიდ­და. დი­დი წვა­ლებით, 2 სა­ათ­ში კა­რავ­ში ვიყავით.

5 სა­ათ­ზე დავ­ტო­ვეთ ჩვე­ნი სტუ­მარ­თმოყვა­რე მას­პინ­ძლები, გა­და­ვუ­ღეთ სა­მახსოვ­რო სუ­რა­თები და და­ვეშ­ვით ისევ იმა­ვე გზით, რომ­ლი­თაც ამო­ვე­დით მა­რუხზე. სა­ღა­მო ხანს გე­ო­ლო­გებს ვეს­ტუმ­რეთ. ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზე დაგვხვდნენ. გაიხარეს ბატო­ნი ოტი­ას სტუმ­რობით. ბევ­რი ისაუბრეს, ილა­პა­რა­კეს მო­მა­ვალ გეგ­მებზე. შემ­დეგ, კა­რა­ვი გა­შა­ლეს, მოგ­ვცეს გა­საბერი ლეიბები, ჩვენც ძილს მი­ვე­ცით თა­ვი.

15 აგ­ვის­ტოს, კვი­რას, დი­ლის 7 სა­ათ­ზე, და­ვემ­შვი­დობეთ ამ შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ა­ნებს, ცხენებზე ამხედ­რებულ­ნი, და­ვეშ­ვით ჩხალ­თის­კენ (ვერც ამჯერად  ავი­ცი­ლეთ გა­რე­უ­ლი ფუტ­კრების თავ­დასხმა). ჩხალ­თა­ში გა­ვას­წო­რეთ ან­გა­რი­ში. მა­ლე მან­ქა­ნაც ვი­შო­ვეთ და სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე კე­ლა­სურ­ში ვიყავით. იქი­დან სოხუმ-თბილი­სის მა­ტა­რებლით რი­ო­ნის სად­გურ­ში ჩა­ვე­დით.

მოგ­ზა­უ­რობა ექვს დღეს გაგ­რძელ­და.

გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი და ბატონ­მა ოტია იო­სე­ლი­ან­მა 1975 წელს გა­მოს­ცა რო­მა­ნი „ცის­ფე­რი და შა­ვი მდი­ნა­რე“. იქ ბევ­რი ფრაგ­მენ­ტი მა­რუხის ბრძო­ლებთან არის და­კავ­ში­რებული.

 

შალ­ვა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე,

ჟურ­ნა­ლის­ტი

 

P.S. 2011 წლის 20 სექტემბერს 80 წე­ლი შე­მის­რულ­და. ამ გა­და­სახედი­დან გულთბილად ვი­გო­ნებ იმ წლებს, რო­მე­ლიც გა­მი­ტა­რებია მო­ნატ­რებად­ქცე­ულ კაც­თან -

ოტია იო­სე­ლი­ან­თან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია