დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკა მორჩილაძე ქუთაისელ სტუდენტებთან
2011/10/10 12:32:44

მწერალი აკა მორჩილაძე 29 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და თავის ახალ წიგნზე ისაუბრა. მას „ობოლე“ დაერქმევა. მოქმედება ერთ პატარა ქალაქში ხდება და ერთი დღე-ღამის ისტორიაა აღწერილი. დანარჩენს, წიგნი რომ გამოვა, წაკითხვისას გაიგებთო. - აღნიშნა მწერალმა.

აკა მორჩილაძე: „ჩემი პირველი ნაწარმოები „გასეირნება ყარაბაღში“ იყო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ეს ნამუშევარი ბესტსელერი თუ გახდებოდა. მას შემდეგ კი ვწერ და ისევ ვწერ. საერთოდ, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, არც ინტელიგენტური მანერები მაქვს. ერთი უბრალო კაცი ვარ, რომელიც რაღაცეებს წერს და ამ ყველაფერს შემდეგ კითხულობს და იყვარებს ხალხი. დღეისათვის 30-მდე ნამუშევარი მაქვს. საერთოდ, ნაწარმოების დაწყების წინ, მგონია, რომ ის არც ისე კარგი იქნება, პოპულარობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. თუმცა, ალბათ, არის მათში რაღაც ისეთი, რაც იზიდავს მკითხველს. ძალიან მიხარია, ქუთაისში ასეთი თბილი და სასიამოვნო გარემო რომ დამხვდა. თან უამრავი კითხვა დამისვეს. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდები წიგნთან ახლოს არიან და მათ შეუძლიათ ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელონ, გამოხატონ საკუთარი აზრები.

საუბარი ასევე შეეხო მე-19 საუკუნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.

სტუდენტებთან მწერლის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია