დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის „ბულვარი“ ძველ და ახალ ფოტოობიექტივში
2011/05/23 12:46:02

როგორი იყო და არის ფოტოგრაფების მიერ დანახული, ქუთაისელებისთვის ესოდენ საყვარელი ადგილი - ცენტრალური ბაღი, ანუ „ბულვარი“, 1900 წლიდან დღემდე?

 

18 მაისს გალერეა „ვარლაში“, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე, დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმმა გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ერმაკოვის, ნიკოლოზ საღარაძის, პავლე ლუცენკოს მიერ გადაღებული, ძველი ბულვარის უნიკალური ფოტოები. ექსპოზიციაში ასევე წარმოჩნდა თანამედროვე ბულვარის სახე- როგორ ეცვლებოდა იერსახე და დღესდღეობით როგორია ცენტრალური ბაღი,  ფოტოგრაფებმა მალხაზ ახვლედიანმა, მამუკა კაკაურიძემ გააცოცხლეს. „იდეა ჩემგან წამოვიდა, ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ცენტრალური ბაღი სათაყვანებელი ადგილი გახლავთ. რამდენიმე წელი ვმუშაობდით ამ გამოფენაზე. რომ შეგვეგროვებინა ყველა მასალა, რაც ბულვართან არის დაკავშირებული. როგორ შეაფასებს დამთვალიერებელი, ვნახოთ“, - განაცხადა კინო-ფოტო მატიანის მუზეუმის დირექტორმა რამაზ ხანთაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მეფეთ-უბნის რეაბილიტირების დროს მუზეუმს შენობის დატოვება მოუხდა, ამის გამო უნიკალური მასალები, ფოტოხელოვნების ნიმუშები, 4000 ფოტო და ნახევარ მილიონამდე ფოტონეგატივი სამხატვრო სკოლაშია განთავსებული. თუმცა, როგორც მუზეუმის დირექტორმა აღნიშნა, ქალაქის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ახალი შენობის გადაცემას შეჰპირდათ.

ფოტოგამოფენა დამთვალიერებელმა დადებითად შეაფასა.

„ამაზე მნიშვნელოვანი არც ერთი გამოფენა არ არის, ეს არ გახლავთ მხატვრის ნამუშევარი, ეს არის დოკუმენტური ფოტოები, რომელიც ასახავს ჩვენს ძველ წარსულს, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ, რომ აქ ჩემი ნამუშევრების ფოტოებიცაა, მიხარია, რომ ფოტოზე მაინც დარჩა, რადგან ზოგიერთი დაანგრიეს, ღმერთმა შეუნდოთ“. - განაცხადა ცნობილმა არქიტექტორმა გივი თოდაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია