დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის მოდის კვირეული იწყება
2010/11/19 15:32:53

თბილისის მოდის კვირეულს, რომელიც უკვე მეორედ იმართება, ორგანიზებას უწევს „ჯეო ფეშენი“,  ოფიციალური მასპინძელია „გრატო პასაჟი“.  დღეს ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

20-დან 24 ნოემბრის ჩათვლით „გრატო პასაჟში“ გაიმართება ქართველი დიზაინერების 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალბატონების კოლექციის ჩვენება. პირველად საქართველოში,  მათ, ვინც ჩვენებას ვერ დაესწრებიან, მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ყველა დეფილეს ნახვის შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში, კავკასუს ონლაინის ოპტიკური ინტერნეტის დახმარებით (www.tvali.ge).

–მათთვის, ვინც ვერ მოხვდება თბილისის მოდის კვირეულზე, განსაკუთრებით უცხოელი კრიტიკოსებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, ე.წ. „ლაივ სტრიმინგი“ საუკეთესო საშუალებაა - განაცხადა „ჯეო ფეშენის“ დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ.

მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  დამატებით  უმასპინძლებს შოურუმებსა და აქსესუარების გამოფენებს, სადაც დასწრება ყველასთვის თავისუფალია.

თბილისის მოდის კვირეული ოფიციალურად გაიხსნება დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით. მიმდინარე ჩვენებებში მონაწილეობას მიიღებენ: თამუნა ინგოროყვა, ბიჭოლა, ნინო ჩუბინიშვილი და კიდევ თხუტმეტი, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი დიზაინერი. 

ტრადიციისამებრ, შემოდგომის მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებს თვრამეტი „ნიუქამერი“, რომელთაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ერთ გამარჯვებულს გამოავლენს.  ორგანიზატორები ჩვენებაზე მიწვეულ სტუმრებს ბევრ სიახლეს და სიურპირზებს პირდებიან.

მარიამ მებურიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია