დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეატრი თეატრში
2010/10/18 13:34:01

10 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ ეატრში პრემიერა გაიმართა. 149-ე სეზონის პირველი პრემიერა თამარ ბართაიას პიესის, ავარი როლის“, მიხედვით განხორციელდა. საბას“ პრემიის ლაურეატი პიესა თბილისელმა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მლიანად ლადო მესხიშვილის ეატრის მსახიობები არიან დაკავებული.  

 

მესხიშვილის სცენაზე სპექტაკლშივე დადგმულ სპექტაკლში მთავრი გმირი არ არსებობდა. აქ მთავარი გმირი თეატრი იყო. პატარა სამყარო, რომელიც დიდი სამყაროდან, - ანუ ყოფიერებიდან გვიცავს. ამ პატარა სამყაროში განვითარებულ პერიპეტიებს კი წარმოადგენდნენ მსახიობები: ანზორ ხერხაძე, აბელ სოსელია, სოფო ჩირაძე, ირინე გუბელაძე, ლელა ლომთაძე.

„კლასიკის გვერდით, მესხიშვილის თეატრში თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას ცდილობენ. ტელეპროექტებიდან ცნობილმა თამარ ბართაიამ სცენაზეც გადაინაცვლა და კომედიურ ჟანრში ისაუბრა საკმაოდ პრობლემატურ თემებზე - „თეატრი თეატრში“, თუ „თეატრი თეატრზე“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კინომცოდნე ეკა კუხალაშვილმა.

მსახიობებისა და რეჟისორის ნიჭის აღიარების მიუხედავად, სპექტაკლით  მაყურებელი   არც   თუ   კმაყოფილი დარჩა.

„თვითონ მსახიობთა ანსამბლზე, რომელიც დაკავებული იყო სპექტაკლში, მე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი არჩევანი იყო გაკეთებული. გარდა ამისა, რეჟისორიც, როგორც პროფესიონალი, საინტერესოა, მის შემოქმედებას იცნობენ თბილისში და აფასებენ სათანადოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხომ არის შემთხვევები, სადაც ყველა რეჟისორს და ყველა მსახიობს აქვს რაღაც ჩავარდნა? მე ვთვლი, რომ დღეს კონკრეტულად სპექტაკლი ვერ შედგა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. მე ვთვლი, რომ ასეთი სპექტაკლი დიდხანს სცენაზე ვერ იქნება. დარწმუნებული ვარ, იგივე მსახიობებს და იგივე რეჟისორს, გაცილებით უკეთესი წარმოდგენის დადგმა შეეძლოთ, არა მარტო მესხიშვილის თეატრში“, - ასეთი იყო ერთ-ერთი მაყურებლის თამარ გიორგაძის აზრი, რომელსაც ბევრი იზიარებდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია