დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტური „ქარაგმა“
2010/06/28 12:45:26

ამ დღეებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მომავალი ფილოლოგის - თამარ ნინიძის წიგნის წარდგენა მოაწყვეს.

ლექსების პატარა კრებული    „ქარაგმა“, რომელშიც ნიჭიერი სტუდენტი გოგონას საუკეთესო ლექსებია მოთავსებული, უნივერსიტეტის რექტორატის დაფინანსებით, სტუდენტური თვითმმართველობის, დეკანატისა და სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის მხარდაჭერით გამოვიდა. როგორც წიგნის რედაქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე აღნიშნავს წინასიტყვაობაში, ახალგაზრდა პოეტი „ეფერება ქართულ სიტყვას. ზოგჯერ იგი წერს ძველქართულადაც, ქარაგმულად, ტმესსაც იშველიებს...“ საღამოზე თამარმა ბევრი ლექსი წაიკითხა, შეკითხვებსაც უპასუხა და ლექტორ-მასწავლებლების, თანაკურსელებისა და სტუმრების აზრიც მოისმინა საკუთარ პოეზიაზე. ერთხმად აღინიშნა მისი ლექსების ქალური სინაზე და გულწრფელობა, სიტყვის ფლობის კულტურა, თემატიკური მრავალფეროვნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია