დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ შეუჩერდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს სოციალური დახმარება?
2010/11/03 14:44:30

ქუთაისში დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახი იღებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას, რომელიც ყოველთვიურად ფულად და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს გულისხმობს.

ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის მონაცემებით, სოციალური დახმარება 16 სექტემბრიდან 3 120 ოჯახს შეუწყდა, აქედან ამ ეტაპზე 1 700 ოჯახია დარჩენილი, რომლებთანაც სოციალური აგენტი რეგისტრაციის მიზნით უნდა მივიდეს და მოახდინოს მონაცემთა ბაზაში მათი ხელახალი დარეგისტრირება.

ნინო ჭიღლაძე, ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილე - „თითოეული ოჯახის გადამოწმება ოთხ წელიწადში ერთხელ კანონმდებლობით აუცილებელია, ხოლო ამ ეტაპზე ასეთი მასშტაბური შეჩერება ზოგიერთი ოჯახის წევრის დასაქმებამ და საერთო მონაცემთა ბაზაში ცვლილებებმა გამოიწვია. ჩვენი სამსახურის ცხრა აგენტი მუშაობს და უახლოეს ერთ თვეში უნდა მოხდეს დარჩენილი ოჯახების გადამოწმება."

www.psnews.ge-თან საუბარში  ნინო ჭიღლაძემ ისიც აღნიშნა, რომ ოჯახი, რომელიც ხელახალი შემოწმების შემდეგაც დააგროვებს 57 ათას ქულამდე, შეჩერებულ თანხას სრულად მიიღებს. 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია