დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობის ბიზნესად ქცევა
2010/03/15 17:49:13

დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ბრიტანეთის საბჭოს „შემოქმედებითი თანამშრომლობის“ პროექტის ფარგლებში შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია მოეწყო. გაიხსნა სამუზეუმო მაღაზია-სალონი.

პროექტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ბრიტანეთის ამიერკავკავიის რეგონალური დირექტორი ბილი დაბილდი, ბრიტანეთის საბჭოს უშუალო კოორდინატორი მაია დარჩია და მუზეუმის დირექტორი ომარ ლანჩავა.

პროექტი წარმოადგენს სამუზეუმო თემატიკაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუშაობის გაგრძელებას. მესხეთის მუზეუმის და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კოლექციების შემდგომ, პროექტის შედეგად შეიქმნა ახალი ნიმუშები ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმთან, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან, თბილისის თოჯინების მუზეუმთან და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმთან თანამშრომლობით. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (აფხაზეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, კახეთი და სხვ.) არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით შექმნილი კოლექცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ „ისტორიალის“ მიერ. ამ პროექტის მიზანი არის, რომ კულტურული მემკვიდრეობა გადაიქცეს მუზეუმისთვის კეონომიკურად მომგებიან სფეროდ.

ექსპონატების ფასი 40 ლარიდან ზემოთ იქნება. ქათაისის ისტორიულ მუზეუმში პირველი ექსპონატი- მოოქროვილი ლომის ქანდაკება - ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ შეიძინა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია