დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იუნესკომ ქუთაისი უკომენტაროდ „დატოვა“
2010/03/15 17:21:47

დღეს ქუთაისს იუნესკოს წარმომადგენლები ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად, სტუმრობდნენ. მათ ბაგრატის ტაძარი და გელათი მოინახულეს.

ორივე ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სწორედ ეს სამუშაოები და სამშენებლო მასალები შეამოწმა დელაგაციამ. როგორც ცნობილია, ორივე ძეგლი იუნესკოს მფარველობის ქვეშ იმყოფება და მათ მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ჩარევა ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება. ბაგრატის ტაზარზე მიმდინარე სამუშაოების შემდეგ კი საეჭვო გახდა, დარჩებოდა თუ არა ის იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში.

იუნესკოს წარმომადგენლებს დღის ბოლოს კომენტარები არ გაუკეთებიათ. როგორც ირკვევა, შესაბამის დასკვნას ისინი უახლოეს ორ კვირაში დადებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1797
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია