დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თბილისური ახალი წელი
2009/12/28 13:22:47

დე­და­ქა­ლაქ­ში საახალ­წლო სამ­ზა­დი­სი ორი თვის წინ და­იწყო. ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მო­ედ­ნები და ქუ­ჩები ნა­ირ­ფე­რი გირ­ლი­ან­დებითა და სა­ნა­თებით მო­ირ­თო, გაიხსნა საახალ­წლო ბაზ­რობები, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნობის წინ კი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე და­იდ­გა. დე­და­ქა­ლა­ქის საახალ­წლო გა­ნა­თება, ძი­რი­თა­დად, ორ ფერ­ში - ოქ­როს­ფერ­სა და ვერცხლის­ფერ­შია გა­დაწყვე­ტი­ლი.

 

თბილი­სის ამჟამინ­დე­ლი საახალ­წლო მორ­თუ­ლობა წი­ნა წლების­გან საკ­მა­ოდ განსხვა­ვებული და ორი­გი­ნა­ლუ­რია. აზ­რთა გან­სა­კუთ­რებული სხვა­დასხვაობა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მორ­თუ­ლობამ გა­მო­იწ­ვია. ბრო­ლის ჭა­ღებმა, რომ­ლი­თაც დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ქუ­ჩაა გა­ფორ­მებული, თბილი­სე­ლების უმე­ტე­სობა ვერ მოხიბლა.

„ვფიქ­რობ, ეს ჭა­ღები ძა­ლი­ან ტვირ­თავს ქა­ლაქს, უფ­რო სა­და გა­ფორ­მებას ვი­სურ­ვებდი. თა­ნაც, საკ­მა­ოდ მძი­მე ჩანს და სი­მარ­თლე გითხრათ, ცო­ტა­თი მე­ში­ნია კი­დეც, რომ არ ჩა­მოწყდეს და ვინ­მე არ და­ა­ზი­ა­ნოს, “ - ამბობს ნი­ნო დგებუა­ძე, 27 წლის. 

 პუშ­კი­ნის სკვერ­თან და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნობის წინ გახსნი­ლი საახალ­წლო ბაზ­რობა, ათას­ფრად მორ­თუ­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნები და კა­რუ­სე­ლები გან­სა­კუთ­რებით პა­ტა­რების ყურად­ღებას იქ­ცევს. ახალი წე­ლი ხომ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მათ უხარი­ათ. 25 დე­კემბრი­დან პა­ტა­რების­თვის  ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებსა და მო­ედ­ნებზე სხვა­დასხვა ზღაპ­რის პერ­სო­ნაჟებად ქცე­უ­ლი მსახიობები და­სე­ირ­ნობენ და ბავ­შვებსა და მათ მშობლებს საახალ­წლო განწყობას უქ­მნი­ან.

საახალ­წლო ბაზ­რობაც ქა­ლა­ქის სხვა­დასხვა კუთხეშია გახსნი­ლი. გან­სა­კუთ­რებული მოთხოვ­ნა ქარ­თულ ნაძ­ვის ხეზე - ჩი­ჩი­ლაკ­ზე­ა, რომ­ლის ფა­სიც 1 ლა­რი­დან იწყება და 100 ლარ­საც კი აღ­წევს. ეს საახალ­წლო ატ­რიბუტი რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის. მას ყოველ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი ეკა­ვა ქარ­თულ სადღე­სას­წა­უ­ლო ხონ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ახალი წლის ღა­მეს იწყობოდა.

ტრა­დი­ცია დღემ­დე გრძელ­დება და ქარ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე მრა­ვალ ოჯახში შე­უც­ვლე­ლი საახალ­წლო ატ­რიბუტია. ნათ­ლის­ღების წი­ნა დღეს კი ჩი­ჩი­ლაკს წვა­ვენ და მის ფერფლს სიმბოლუ­რად ატა­ნენ გა­სუ­ლი წლის უსი­ა­მოვ­ნებებს.

რაც შეეხება ღო­ნის­ძიებებს, თბილი­სის მე­რი­ამ საახალ­წლო პროგ­რა­მა უკ­ვე გა­მო­აქ­ვეყნა. ღო­ნის­ძიებები 25 დე­კემბერს საახალ­წლო ბაზ­რობის გახსნი­თა და კი­ნოჩ­ვე­ნებით გაიხსნა. პროგ­რა­მა თით­ქმის ორ კვი­რა­ზეა გათ­ვლი­ლი და ის სა­შობაოდ დას­რულ­დება. და­თო ევ­გე­ნი­ძე, ბაკურ ბურ­დუ­ლი, ჯუფი „სტრინ­გი“, და­თო ილუ­რი­ძის ბენ­დი - ეს იმ მუ­სი­კოს­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რო­მელ­თა მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლებაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობას ახალი წლის დღეებში მი­ე­ცე­მა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა პა­ტა­რების­თვი­სა­ცაა შედ­გე­ნი­ლი - სა­ცირ­კო შო­უ, თოჯინების, ნიღბების თე­ატ­რების წარ­მოდ­გე­ნები, ილუ­ზი­ო­ნის­ტთა გა­მოს­ვლები, საბავ­შვო ფოლ­კლო­რუ­ლი კონ­ცერ­ტი, სან­ტა-კლა­უ­სების შო­უ, საბავ­შვო სპექ­ტაკ­ლი „რწყილი და ჭი­ან­ჭვე­ლა“, ზა­ალ სუ­ლა­კა­უ­რის სამხატვრო სკო­ლის ბავ­შვების ნახატების გა­მო­ფე­ნა - ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­ტა­რების საახალ­წლო განწყობის შე­საქ­მნე­ლად ქა­ლა­ქის სხვა­დასხვა კუთხეში გა­ი­მარ­თება.

თუმ­ცა, უნ­და ით­ქვას, რომ საახალ­წლო ღო­ნის­ძიებათა ნამ­დვი­ლი ეპი­ცენ­ტრი ქა­ლა­ქი ბათუ­მია. აქ რამ­დე­ნი­მე კვი­რით გაიხსნება ყვე­ლა სას­ტუმ­რო თუ რეს­ტო­რა­ნი, იგეგ­მება უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძიება. ღია ცის ქვეშ გა­ი­მარ­თება გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი და უცხოე­ლი ვარ­სკვლა­ვები მი­ი­ღებენ მო­ნა­წი­ლეობას. ბევ­რი დე­და­ქა­ლა­ქე­ლი საახალ­წლოდ ბათუმ­ში წას­ვლა­საც კი აპი­რებს.

გი­ორ­გი ჯაში, 24 წლის: „მე და ჩემ­მა მე­გობრებმა ერ­თი კვი­რით ბათუმ­ში წას­ვლა გა­დავწყვი­ტეთ. ახალ წელ­საც იქ შევხვდებით. ვფიქ­რობ, რომ ბათუმ­ში უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძიებებია და­გეგ­მი­ლი და ახალ­გაზ­რდები იქ უფ­რო მე­ტად გა­ვერ­თობით, ვიდ­რე - დე­და­ქა­ლაქ­ში“.

არც დე­და­ქა­ლაქ­ში მყოფ­ნი მო­იწყენენ 31 დე­კემბერს. მათ­თვის, ვი­საც ახალ წელ­თან ქუ­ჩა­ში შეხვედ­რა აქვს და­გეგ­მი­ლი, თა­ვი­სუფ­ლების მო­ე­დან­ზე 11 სა­ათ­ზე გა­ლა კონ­ცერ­ტი და­იწყება ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლების მო­ნა­წი­ლეობით.

ერ­თი სიტყვით, თბილი­სის ყოველ კუთხეში საახალ­წლო განწყობა იგ­რძნობა. რაც შეეხება საახალ­წლო ტრა­დი­ციებს, ის ყვე­ლა ოჯახში გან­სა­კუთ­რებული და განსხვა­ვებულია. ჩვენ საახალ­წლო ტრა­დი­ციებთან და­კავ­ში­რებით, კო­მენ­ტა­რი რამ­დე­ნი­მე  ადა­მი­ანს ვთხოვეთ;

მა­ნა­ნა ნაჭყებია, პო­ლი­ტი­კო­სი, „ახალი მე­მარჯვე­ნეების“ ერთ-ერ­თი ლი­დე­რი:

- ახალ წელს, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, მთე­ლი ოჯახი ერ­თად ვიკ­რიბებით, თუმ­ცა, რო­გორც კი 12 სა­ათს გა­დას­ცდება, ყვე­ლა­ნი მივ­დი­ვართ იქ,  სა­ი­თაც უფ­რო მიგ­ვიხარია. უფ­რო­სი თაობის წარ­მო­მად­გენ­ლები,  ძი­რი­თა­დად, ნა­თე­სა­ვებს ვსტუმ­რობთ, ჩე­მი შვი­ლები კი თა­ვი­ან­თი მე­გობრების წრე­ში აგ­რძე­ლებენ ახალი წლის სა­ღა­მოს.

-  წლის მთა­ვარ მოვ­ლე­ნად რას მი­იჩ­ნევთ?

-  სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საკ­მა­ოდ მძი­მე და არას­ტაბილუ­რი წე­ლი იყო. ჩვენ­მა ქვეყანამ გა­უძ­ლო საკ­მა­ოდ ბევრ გა­მოც­დას. წლის მთა­ვარ მოვ­ლე­ნად მი­მაჩ­ნია უპ­რე­ცენ­დენ­ტო მას­შტაბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ციები, რო­მე­ლიც  ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­თა ორ­გა­ნი­ზებით გა­ი­მარ­თა. მარ­თა­ლი­ა, ხელი­სუფ­ლებამ არად ჩა­აგ­დო სა­ზო­გა­დოების მოთხოვ­ნა, მაგ­რამ მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ეს აქ­ციები იყო ქარ­თვე­ლი ხალხისა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რების გა­მარჯვება“.

მა­ნა­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძე (პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის თავმჯდო­მა­რე):

- რო­გორ შე­­ფა­სებდით გა­სულ წელს?

- გა­ერ­თი­ა­ნებული პროფ­კავ­ში­რების­თვის 2009 წე­ლი საკ­მა­ოდ მძი­მე და, ამა­ვე დროს, ნაყოფი­ე­რი წე­ლი იყო. ბევრ შე­მო­ტე­ვას, პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მოწ­ვე­ვებს გა­ვუ­ძე­ლით, თუმ­ცა მიუხედა­ვად ამი­სა, მა­ინც შევ­ძე­ლით დაგ­ვემ­ტკი­ცებინა, რომ ვართ ღირ­სე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. გა­სუ­ლი წე­ლი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ და­ვიწყეთ დი­ა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს­თან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სკითხების გა­და­საჭ­რე­ლად, ასე­ვე, გა­მო­ვე­ცით რამ­დე­ნი­მე სახელ­მძღვა­ნე­ლო - წიგ­ნი, გან­ვახორ­ცი­ე­ლეთ სხვა­დასხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, გა­და­ვამ­ზა­დეთ ბევ­რი მას­წავ­ლებელი. ვცდი­ლობდით,  ყვე­ლა­ნა­ი­რად დაგ­ვეც­ვა მა­თი უფ­ლებები. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს წე­ლი იმით იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მე ამირ­ჩი­ეს ევ­რო­პის მას­წავ­ლებელ­თა პროფ­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტად, რაც, ალბათ, მხოლოდ ჩე­მი კი არა, ჩვე­ნი პროფ­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტებაცაა. ერ­თი სიტყვით, საკ­მა­ოდ ნაყოფი­ე­რი წე­ლი იყო.

- რო­გორ აპი­რებთ ახალი, 2010 წლის შეხვედ­რას?

- ყოველ ახალ წელს ვცდი­ლობ, ჩემს ახლობლებს, ნა­თე­სა­ვებს ჩემ­თან მო­ვუყარო თა­ვი და ყვე­ლას შეძ­ლების­დაგ­ვა­რად საახალ­წლო განწყობა შე­ვუქ­მნა. ამ მხრივ არც წლე­ვან­დე­ლი წე­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი. სამ­ზა­დი­სი უკ­ვე დაწყებული მაქვს. რო­გორც წე­სი, საახალ­წლო კერ­ძებს ყოველ­თვის მე ვა­კე­თებ და საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც გა­მომ­დის. კერ­ძი, რო­მე­ლიც ყოველ­თვის არის ჩემს საახალ­წლო სუფ­რა­ზე, ესაა შემ­წვა­რი ბატი ფორ­თოხლის წვენ­ში. ეს უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად მექ­ცა“.

***

მსოფ­ლი­ოს სხვა­დასხვა ქვეყანა­ში სხვა­დასხვაგ­ვა­რი საახალ­წლო ტრა­დი­ცი­აა. ყვე­ლა თა­ვი­სებურად ხვდება ახალ წელს, თუმ­ცა ერ­თი რამ უც­ვლე­ლია - ყველ­გან ყვე­ლას სწამს, რომ ახალი წე­ლი სიახლის, იმე­დის და სიხარუ­ლის მომ­ტა­ნი­ა, მთა­ვა­რი­ა, მას ღი­მი­ლით შევხვდეთ და ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლიც კი ახდება, ახალი წლის ღა­მე ოც­ნებების ას­რუ­ლების ღა­მეა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია