დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნინგიო“ - იაპონური თოჯინა
2009/11/09 13:35:06

იაპონიის საელჩომ საქართველოში და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, თბილისის ისტორიის მუზეუმში ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენა წარმოადგინეს. ეს იაპონიის საელჩოს პირველი კულტურული ღონისძიება იყო საქართველოში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული იაპონური თოჯინის - ნინგიოს გამოფენა, რაც იაპონური კულტურისა და ხელოვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა; ასევე იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მასაიოში კამოჰარას მეუღლის -ქალბატონი ჯუნკო კამოჰარას კერძო კოლექცია.

სიტყვა „ნინგიო“ იაპონურად ადამიანის ფიგურას ნიშნავს, თუმცა ის უმეტესად ითარგმნება, როგორც თოჯინა. ტრადიციულ ნინგიოთა უმეტესობა ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ისინი, ძირითადად,  პატივისცემის და თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენენ. უძველესი დროიდან მოყოლებული, იაპონიის მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანის მსგავს გამოსახულებებს სიმბოლური დატვირთვა გააჩნდათ: ისინი წარმოადგენდნენ ნაყოფიერების თილისმებს, სარიტუალო დაკრძალვის მონაწილე ფიგურებს, ბავშვების დამცავ ამულეტებს, სამშობლოს დამცავი სულების დროებით განსასვენებელს, სპეციალურ საჩუქრებს განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავად. იშვიათად მათ ბავშვის სათამაშოს  დატვირთვაც ჰქონდათ. ამიტომაც ეს თოჯინები საკმაოდ ძვირად ფასობს. მათი ღირებულება მინიმუმ 1 000 დოლარიდან მაქსიმუმ 100 000 დოლარს აღწევს. თუმცა იაპონიაში ყველაზე ღარიბი ოჯახიც კი ერთი ასეთი ძვირფასი ნივთის მფლობელია. მას ოჯახში საპატიო ადგილი უჭირავს.

„ქარვასლაში“ გამოფენილი თოჯინების სახეები უმაღლესი ხარისხის ფაიფურის, ძვირფასი მცენარეებისა და ქსოვილებისაგან იყო დამზადებული. ყველა თოჯინა განსხვავებული ტექნოლოგიითაა შექმნილი, ამიტომაც არის ასეთი ძვირადღირებული. თითოეულს თავისი ისტორია აქვს.

იაპონურ თოჯინებს „ქარვასლაში“ დამთვალიერებელი არ აკლდა. 5 დეკემბერს კი თბილისში აღმოსავლეთის კულტურის გამოფენა იგეგმება, სადაც მნახველს სასურველი ნივთის ყიდვაც შეეძლება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია