დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ღირს ჩაცმა?
2009/10/19 15:20:51

„სეილი - 20%, 30%, 50%, 70%“ - მსგავს წარწერებს მთელ  ქალაქში  წააწყდებით,  თუმცა,  მაღაზიაში  შესულებს,  ხშირ  შემთხვევაში,  სერიოზული იმედგაცრუება გელით.

21-ე საუკუნეში ეგრეთწოდებული   „სეილები“ საზღვარგარეთაც ხშირი მოვლენაა, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, იქ ჩამოფასებულ საქონელს საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულება აქვს, მაშინ, როცა ჩვენთან, მაღაზიების „სეილში“, საშუალო ფენასაც კი უჭირს ტანისამოსის ყიდვა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ფასები, სულ მცირე, 80 ლარიდან იწყება.

ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ           „სეილი“ უხარისხო, ჩამოფასებულ საქონელს უკეთდება. რეალურად კი, ფასდაკლება არის ფინანსური აქტივაცია, რომელიც გულისხმობს პროდუქციის ჩამოფასებას ჩადებული ინვესტიციის დაბრუნების მიზნით და მას საქონლის მესაკუთრე აწესებს. აქტივაცია ხორციელდება მყიდველის მოთხოვნილებებისა და პროდუქციის მფლობელის სურვილთა თანხვედრით, ანუ მაშინ, როცა მფლობელი ხვდება, რომ მოთხოვნა პროდუქციაზე არის, თუმცა დაბრკოლება ფინანსური მხარეა, ან მოთხოვნა საერთოდ არ არის არსებული ხელმიუწვდომელი ფასების გამო.

კითხვაზე: სად იძენთ ტანისამოსს და რას ფიქრობთ „სეილებზე“, ასეთი პასუხები მივიღეთ:

ნინო ლევიძე, 24 წლის: „მე, ძირითადად, მაღაზიებში ვიძენ ტანსაცმელს. უმეტეს შემთხვევაში იქ სიძვირეა, მაგრამ ბაზრობებზე სიარულს მაინც მირჩევნია. თუმცა, ჩემს მიერ ძვირადღირებულ მაღაზიაში შეძენილი სამოსის მსგავსი ბაზრობაზეც ხშირად მინახავს“.

ნინო ალექსიძე, 50 წლის: „ძალიან მიკვირს ხოლმე, 70%-იანი ფასდაკლება რომ აწერია მაღაზიას. იმ           „ფასდაკლებაშიც“ ისეთი ფასებია, რომ ვერ ვწვდები. ჩვენნაირი კატეგორიისთვის, ვისაც ასეთი დაბალი ხელფასები აქვს, ვერანაირად ვერ იყიდი ვერც „სეილისას“, რამდენჯერ შევედი, ვერ ვიყიდე ვერაფერი. იმ 50-ლარიანი „იუბკისა“ და „კოფთის“  ყიდვათ არ გამოდის. არ ვიცი, ჩვენნაირი კატეგორიისთვის რამდენი უნდა დაუკლონ ფასი, რომ შევძლოთ და ვიყიდოთ. ისე, 2-3 წელიწადში ერთხელ იყიდი რაღაცას, ტყავის ქურთუკს, მაგალითად, და გაცვია. ჩექმა და ქურთუკი მაცვია მეოთხე წელია, ატანა აღარა მაქვს. მინდა, რომ დავმალო და გადავყარო, მაგრამ მოდის სეზონი, აცივდება და ვხვდები, რომ მეტი მაინც არაფერი მაქვს და ისევ ვიღებ მას გარდერობიდან“.

მაკა არჩვაძე, 29 წლის: „ძირითადად, ვიმოსები ნაჩუქარი სამოსით, რომელსაც ხან საიდან მიგზავნიან და ხან საიდან... კარგი რაღაცების პოვნა შეიძლება ძველმანებშიც. რაც შეეხება „სეილებს“, ე. წ. ბუტიკებში, კი, შეიძლება მანდაც რაღაცეები იყიდო, ზამთარში, მაგალითად, საზაფხულო ბრეტელებიანი მაიკა“.

სალომე მესხი, 19 წლის: „ძირითადად, ტანისამოსს არ ვყიდულობ, მიგზავნიან, თუ ვიძენ, ბაზრობაზე ნამდვილად არა - ბუტიკებში, რადგან იქ უფრო შეიძლება განსხვავებული რაიმეს პოვნა. ინტერნეტშიც ვეძებ, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება ჩამოტანა.  „სეილებს“ რაც შეეხება, თბილისის მაღაზიებში უფრო რეალური სეილებია, მაგრამ იქ 500 ლარზე ნაკლებად ვერაფერს იყიდი კარგ მაღაზიაში“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია