დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
94 წლის ჟურნალისტი კალამს არ დებს
2009/07/06 05:55:02

რამდენი ადამიანი გეგულვით მთელ საქართველოში, 94 წლის ასაკშიც რომ წერს და წელიწადში რამდენიმე წიგნს უშვებს? ქუთაისში ასეთი კულტურის დამსახურებული მოღვაწე, უხუცესი ჟურნალისტი სერგო ჭარხალაშვილია. ქართული მედიის ბერმუხა თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე პოლიტიკურ კატაკლიზმებსაც მოესწრო და უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ პროცესებსაც, მის თვალწინ იდეოლოგიურ ჩარჩოებში ათეული წლების მანძილზე ჩასმული ქართული პრესა მსოფლიო სტანდარტებზე დაფუძნებულ, თანამედროვე ინოვაციებით გაჯერებულ საინფორმაციო საშუალებებად იქცა. ყოველივე ამის შესახებ წერს თავის წიგნებში უხუცესი ავტორი, წარსულსაც იხსენებს და არც მიმდინარე ფაქტებისა და მოვლენების აღნუსხვა ავიწყდება.

საზოგადოება „ბაღის კიდემ“ გადაწყვიტა, სერგო ჭარხალაშვილის კოლეგები, მეგობრები, მკითხველები და, უბრალოდ, თანაქალაქელები სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შეეხვედრებინა 94 წლის ავტორთან. ბატონი სერგო კი შეხვედრის სიხარულმა ისე ააღელვა, რომ ცუდად გახდა და მოსვლა ვეღარ შეძლო, მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საღამო, რომელიც სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ჟურნალისტ ელისო ქაროსანიძეს მიჰყავდა, თავიანთი საკონცერტო პროგრამით ალამაზებდნენ საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტები: ლიანა ქალდანი, ნაირა კიკო ლიაშვილი, ბადრი სახამბერიძე, კონცერტმაისტერები მეგი ჭანტურია და ცისანა კაიშაური.

სიტყვით გამოსულებმა: საზოგადოება „ბაღისკიდის“ ხელმძღვანელებმა - პროფესორმა მანანა მიქაძემ და ზურაბ გაბრიაძემ, როზა დვალიშვილმა, ალეკო შენგელიამ, პროფესორმა გიორგი მჭედლიძემ, ნანული ცხვედიანმა, ლია გურეშიძემ, ნუგზარ მჭედლიშვილმა და სხვებმა პატივისცემით ისაუბრეს დასავლეთ საქართველოში საკდესისა და საქინფორმის ყოფილი კორესპონდენტის, ჟურნალისტ სერგო ჭარხალაშვილის პროფესიულ გზაზე, მის განსაკუთრებულ პიროვნულ ხიბლზე, იშვიათ შრომისმოყვარეობასა და სიცოცხლის უნარიანობაზე. მისთვის მცირე საჩუქრები და მისასალმებელი ადრესებიც ჰქონდათ, ბატონმა ბენია თხილავამ კი იმერეთის კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოს „პატივგების სიგელი“ გაუგზავნა, რომელსაც, სიმბოლურად, მთელმა დარბაზმა მოაწერა ხელი.

კოტე ჭარხალაშვილმა, მამის სახელით, მადლობა მოახსენა აუდიტორიას ასეთი სითბოსა და სიყვარულისათვის. იცოცხლეთ დიდხანს, დიდხანს და არ ჩაგქრობოდეთ ეს საოცარი შემოქმედებითი ენერგია! - ასეთი სლოგანი გაუგზავნა დარბაზმა ქართული პრესის ამაგდარს.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია