დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად აპირებთ ზაფხულში დასვენებას?
2009/07/02 09:05:53

შორენა, 23 წლის: „ქობულეთში მივდივარ 17 ივლისს დედაჩემთან და ჩემს დებთან ერთად. მერე კი, აგვისტოში შეყვარებულთან ერთად“.

სალომე, 23 წლის: „წელსაც სოფელში დავისვენებ ჩემებთან ერთად, ვნახოთ, აგვისტოში ზღვაზე წასვლა რამდენად მოხერხდება...“

ბესო, 24 წლის: „წელს საერთოდ ვერ ვახერხებ დასვენებას. ვმუშაობ და მთელი ზაფხული ქალაქში მიწევს ყოფნა. იმედი მაქვს, აგვისტოს ბოლოს, ერთი კვირით, ან რამდენიმე დღით მაინც შევძლებ ზღვაზე წასვლას“.

ნინო, 23 წლის: „ტრადიციულად ზღვაზე, ქობულეთში, თუ რა თქმა უნდა ეკონომიკურმა კრიზისმა არ შემიშალა ხელი“.

თამუნა, 21 წლის: „სოფელში ვისვენებ, როგორც ყოველთვის“.

ლელა, 23 წლის: „ზღვაზე მინდა ძალიან წასვლა, მაგრამ ჩემი შეყვარებულის გამო ჯერ ვერ მივდივარ, მუშაობს და ველოდები, ერთად უნდა წავიდეთ. მანამდე ალბათ რომელიმე მეგობრის სოფელში წავალ რამდენიმე დღით დასასვენებლად“.

თამთა, 22 წლის: „სვანეთში მივდივარ წელს პირველად. მერე, აგვისტოს ბოლოს ზღვაზეც წავალ თუ მოვახერხე“.

მაკა, 20 წლის: „ზღვაზე! ვგიჟდები ზაფხულზე. ყოველთვის ერთი სული მაქვს როდის მოვა მეგობრებთან ერთად ზღვაზე წასვლის დრო. ყოველთვის ძალინ მაგარ დროს ვატარებ და დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხულიც ძალიან მაგარი იქნება“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია