საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ღია“ და „დახურული“ ლიმონათები
2010/06/14 13:43:05

ქუ­თა­ის­ში ათობით ლი­მო­ნა­თის სა­წარ­მო არ­სებობს, თუმ­ცა, ბევ­რი მათ­გა­ნის კა­რი „პრეს-ობიექ­ტი­ვის“ ჟურ­ნა­ლის­ტების­თვის არ გა­ი­ღო. შე­საბამი­სად, გაჩ­ნდა ბევ­რი კითხვის ნი­შა­ნი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მარ­თლა რა ლი­მო­ნათს ვსვამთ, რო­ცა არ­ჩე­ვანს დაბალი ფა­სის გა­მო ვა­კე­თებთ? 

„არც ერ­თმა ლი­მო­ნა­თის მომხმა­რებელ­მა არ იცის რას  სვამს! - აცხადებს „აი­ას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამბერ­კი დვა­ლიშ­ვი­ლი. „ეტი­კეტ­ზე პირ­და­პირ არის მი­თი­თებული: „დამ­ზა­დებულია ნა­ტუ­რა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ტის­გან“. ამიხსე­ნით, რას ნიშ­ნავს ნა­ტუ­რა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ტი? კონ­ცენ­ტრა­ტი უკ­ვე ნიშ­ნავს, რომ ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი არ არის. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ლი­მო­ნა­თი მზად­დება ნაყენის­გან, ხილის­გან და არა ქი­მი­ურ ლაბორა­ტო­რი­ა­ში. „ფრან­კენ­შტე­ი­ნის ლი­მო­ნათს“ რომ ასხამენ „პად­ვალ­ში“ და „გა­რაჟში“, - მე ასე ვე­ძახი ამ ლი­მო­ნა­თებს. რო­გორ შე­იძ­ლება აწარ­მოო ლი­მო­ნა­თი და ღირ­დეს 33 თეთ­რი ლიტ­რი­ა­ნი ბოთ­ლი? ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია დარ­ჩა, რომ­ელიც ნა­ტუ­რა­ლურ ხილ­ზე ამ­ზა­დებს და არა კონ­ცენ­ტრა­ტებით და ჩი­ნე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი შაქ­რის შემ­ცვე­ლობით. ჩვენ მივ­დი­ვართ გლეხთან, ვყიდუ­ლობთ ხილს: გუ­რი­ა­ში ციტ­რუსს, კახეთ­ში ყურ­ძენს და ატამს. ეხლა ვა­პი­რებთ ვაშ­ლის შე­მო­ტა­ნას, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ვაშ­ლი­დან და­ვიწყოთ წარ­მოება, ჯერჯერობით, არ გვი­წარ­მოებია. ტარხუნას, სამ­წუხაროდ, სომხეთი­დან ვყიდუ­ლობთ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ­ავის აღარ მოჰყავს მაგ რა­ო­დე­ნობით“.

მიუხედა­ვად იმი­სა, რომ 2010 წლამ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­მოწ­მება შე­ჩე­რებული­ა, ამბობს, რომ მი­სი ლი­მო­ნა­თი სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­აქვს თბილის­ში და ლაბორა­ტო­რი­ა­ში ამოწ­მებს. რა­ი­მე სახის დარ­ღვე­ვა რომ არ გა­ი­პა­როს.

„მსხალს, მა­გა­ლი­თად, არა­ვინ მო­გატყუოთ, რომ ვინ­მე ამ­ზა­დებდეს ნა­ტუ­რა­ლურს, ჩვენც ესენ­ცი­ა­ზე ვამ­ზა­დებთ, მაგ­რამ ვცდი­ლობთ ვიხმა­როთ ლე­ნინ­გრა­დის ესენ­ცია. ძი­რი­თა­დად, ვხმა­რობთ შა­ქარს - გვაქვს შაქ­რის ლი­მო­ნა­თიც და შაქ­რის შემ­ცვლე­ლითაც, სა­დაც მი­თი­თებული­ა, რომ ეს არის მსუბუქი და დამ­ზა­დებულია შაქ­რის შემ­ცვლელ­ზე. თუმ­ცა, სულ მა­ლე ამო­ვი­ღებთ ამა­საც და დარ­ჩება მხოლოდ შა­ქარ­ზე დამ­ზა­დებული“.

„აი­ას“ კა­რი „პრე­სობიექ­ტი­ვის“ ჟურ­ნა­ლის­ტების­თვის არ დახურუ­ლა.

კი­დევ ერ­თი კო­მ­პა­ნი­ა, რო­მელ­მაც თა­ვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში „შეგ­ვახედა“, შპს    „ნო­კა“ იყო.

მი­სი ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნებელი მევ­ლუდ ყვა­ვა­ძეა. რო­გორც თვი­თონ ამბობს, ამჟამად ყვე­ლა­ფე­რი გა­ქი­რა­ვებული აქვს და შე­საბამი­სად, ჩა­მოსხმას­თან არა­ფე­რი აკავ­ში­რებს. ამი­ტომ, არც არა­ნა­ირ პა­სუხის­მგებლობას გრძნობს. თუმ­ცა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს, რაც „ნო­კას“ ლი­მო­ნა­თის ამჟამინ­დელ ჩა­მოსხმას უკავ­შირ­დება.

„ლი­მო­ნა­თ „ნო­კას“ ფა­სი 15 თეთ­რი­დან  იწყება, თუმ­ცა, ფა­სი პირ­ველ რიგ­ში შე­ფუთ­ვა­ზეა და­მო­კი­დებული. წარ­მოების ხარჯს და­ვაჯამებთ, ბოთ­ლის გა­რეცხვა, ეტი­კე­ტი, თავ­სახური, შუ­ქის გა­და­სახადი, სა­შე­მო­სავ­ლო და ა.შ. 15 თეთ­რი­ა­ნი ლი­მო­ნა­თი „ნო­კას“ და­ან­გა­რი­შებით 13 თეთ­რი ჯდება. „ნო­კას“ წლი­უ­რი ბრუნ­ვა 100 000 ლარ­ზე არ ადის, შე­საბამი­სად, დღგ-ს გად­ასახადი არ გვაქვს და ეს ფას­ზეც აი­სახება“, - გან­მარ­ტა­ვენ „ნო­კას“ მწარ­მოებლები.

„ნო­კას“ წარ­მო­მად­გენ­ლები თვლი­ან, რომ მა­თი კონ­კუ­რენ­ტები ე.წ. მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი ლი­მო­ნა­თები არ არი­ან.

„რო­გორ შე­იძ­ლება ჩე­მი კონ­კუ­რენ­ტი იყოს „ნა­ტახტა­რი“? რა რა­ო­დე­ნობის      „ნა­ტახტა­რიც“ იყიდება, იმის ერ­თი პრო­ცენ­ტი შე­იძ­ლება იყოს ჩვე­ნი გაყიდ­ვები. თუმ­ცა, ვერ და­ვე­თანხმები ვე­რა­ვის, რომ დაბალი ფა­სის გა­მო ხარისხობრი­ვად ჩვენ­ზე მე­ტია. კი, „ნა­ტახტა­რი“ ამ­ზა­დებს შა­ქარ­ზე ლი­მო­ნათს და მას­ში უფ­რო მე­ტი კა­ლო­რი­უ­ლობაა, თუმ­ცა, 25 წლის ზე­ვით ასა­კის ადა­მი­ან­მა არც კი უნ­და და­ლი­ოს შა­ქარ­ზე დამ­ზა­დებული ლი­მო­ნა­თი.“

ისე­ვე, რო­გორც „აი­ას“, „ნო­კა­საც“ თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი ლაბორა­ტო­რია აქვს, სა­დაც ლი­მო­ნა­თის ხარისხს ამოწ­მებენ.  „სურ­სა­თის უვ­ნებლობის შე­სახებ კა­ნო­ნი, რაც შე­იძ­ლება, მა­ლე უნ­და ამოქ­მედ­დეს, ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ციებს აქვთ აღებული სა­კუ­თარ თავ­ზე. ჩვენ ვი­ცით, რომ  მა­ღა­ზი­ი­დან იღებენ პრო­დუქტს და მის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას ამოწ­მებენ. შე­საბამი­სად, არის ჯარი­მებიც. მე ვი­ცი, რომ ბევ­რი აბაზა­ნა­ში აკე­თებს ლი­მო­ნათს და ისიც 15 თეთ­რი ღირს“.

შპს „ორცი“-ც ლი­მო­ნათს ასხამს, რო­მე­ლიც თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სარ­დაფ­ში, რამ­დე­ნი­მე ოთახშია გან­თავ­სებული, რო­ცა კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნეთ და შეს­ვლა ვითხოვეთ, შპს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა­გან  წი­ნა­აღ­მდე­გობას წა­ვაწყდით.

- არ შე­იძ­ლება შე­ვი­დეთ და ფო­ტოები გა­და­ვი­ღოთ? 

- არა, არ შე­იძ­ლება, ზედ­მე­ტის უფ­ლებას აძ­ლევთ თავს.

- ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ამ­ზა­დებთ ლი­მო­ნათს, რა ტექ­ნო­ლო­გიებით?

- ზედ­მე­ტი კითხვები ხომ არ გიჩ­ნდებათ, ეს თქვენს მო­ვა­ლეობაში არ შე­დის, ამის­თვის არ­სებობს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია. ჩვენ გვაქვს ლი­ცენ­ზი­ა, ლაბორა­ტო­რი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლება გვაქვს და­დებული, რო­მე­ლიც გვი­დას­ტუ­რებს, რომ სა­უ­კე­თე­სო ლი­მო­ნათს ვასხამთ. 

-  რო­მელ ლაბორა­ტო­რი­ას­თან, იქ­ნებ მა­თი სა­კონ­ტაქ­ტო მოგ­ვცეთ.

- ახლა ზე­პი­რად არ მახსოვს, ბუღალ­ტერს აქვს შე­ნახული და ის არ არის.

კი­დევ ერ­თი სა­წარ­მო, რომ­ლის კა­რიც ჩვენ­თვის არ გა­ი­ღო, „ინ­დმე­წარ­მე „მზია კონჯარი­აა“. თა­ნამ­შრომ­ლებმა წარ­მოებაში შეს­ვლის უფ­ლება ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­რე­შე არ მოგ­ვცეს. ქალბატო­ნი მზია კანჯარი­ას ტე­ლე­ფო­ნი კი გვამ­ცნობდა, რომ ინ­დმე­წარ­მე  ჩვენ­თვის ხან მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო, ხან და­კა­ვებული.

P.S. ამ თემის გაგრძელება შემდეგ ნომერშიც იქნება, მომავალში შევეცდებით ამა თუ იმ ლიმონათზე ლაბორატორიული დასკვნები წარმოგიდგინოთ.

 

მა­კა ჩი­ნიჯიშ­ვი­ლი

ანი ონი­ა­ნი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია