საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
382 110 ლარი 51 პროექტისთვის
2010/06/14 13:39:19

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სოფ­ლის გან­ვი­თა­რების პროგ­რა­მა მიმ­დი­ნა­რე წლის თებერ­ვალში და­იწყო და ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებამ­დე თით­ქმის ყვე­ლა პრო­ექ­ტი დას­რუ­ლებული იყო. ამჯერად ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ამ პრო­ექ­ტის გან­სახორ­ცი­ე­ლებლად სახელ­მწი­ფო ბიუჯეტი­დან 382 110 ლა­რი მი­ი­ღო. ეს თანხა გა­სულ წელ­თან შე­და­რებით გა­ორ­მა­გებულად შე­იძ­ლება ჩა­ით­ვა­ლოს, რად­გან 2009 წელს სოფ­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებში ბაღ­და­თის­თვის გან­კუთ­ვნილ­მა თანხამ მხოლოდ 196,412 ლა­რი შე­ად­გი­ნა. ბაღ­და­თის 11 სა­თე­მო კავ­შირ­ში ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებში 52 პრო­ექ­ტი განხორ­ცი­ელ­და. ხოლო გა­სულ წელს - 58 პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სდა. თუმ­ცა წელს და­ფი­ნან­სებული პრო­ექ­ტები, რო­გორც ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლები აცხადებენ, მო­ცუ­ლობით გა­ცი­ლებით დი­დია.

სოფ­ლის გან­ვი­თა­რების პროგ­რა­მის ფარ­გლებში გა­მოყოფი­ლი თანხის დაახლოებით 40% სოფ­ლის ში­და გზების შე­კე­თებით სა­მუ­შა­ოებს მოხმარ­და, სა­დაც მხოლოდ მოხრეშ­ვი­თი სა­მუ­შა­ოები შეს­რულ­და. სოფ­ლის გზების გა­რე გა­ნა­თების­თვის 90,402 ლა­რი გა­მოიყო, ხიდების და ხიდ-ბოგი­რების­თვის 39,555 ლა­რი, სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მების რეაბილი­ტა­ცი­ის­თვის 28, 314 ლა­რი დაიხარჯა. ეს პრობლე­მა კი გან­სა­კუთ­რებით მწვა­ვედ იდ­გა ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ღალ­მთი­ან სოფ­ლებში, სა­დაც სოფ­ლის მო­სახლეობას სას­მე­ლი წყალი თით­ქმის არ მი­ე­წო­დებოდა. სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნები 11,035 ლა­რით და­ფი­ნან­სდა, ხოლო სხვა სა­მუ­შა­ოების­თვის 53, 192 ლა­რი გა­მოიყო. კონ­კრე­ტუ­ლად რა და­ფი­ნან­სდა „სხვა სა­მუ­შა­ოების“ კრი­ტე­რი­უ­მით, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი და­ვით ტაბუშა­ძე ასე გან­მარ­ტავს: „ამ კა­ტე­გო­რი­ით ის სა­მუ­შა­ოები შეს­რულ­და, რო­მელ­საც არ მი­ე­სა­და­გა ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­მუ­შა­ოებისა, რაც პირ­და­პირ ფი­ნან­სდებოდა ამ პროგ­რა­მით. თუმ­ცა იყო შემთხვე­ვა, რო­ცა სო­ფე­ლი ისე­თი პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლებას ითხოვ­და, რო­მე­ლიც პრი­ო­რი­ტე­ტების 27 ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ შე­დი­ო­და. ამი­ტომ ჩვენ ასე­თი პრო­ექ­ტები „სხვა სა­მუ­შა­ოების“ კრი­ტე­რი­უმ­ში გან­საზ­ღვრუ­ლი ფუ­ლით და­ვა­ფი­ნან­სეთ.“

ფერ­სა­თის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ში ორი სო­ფე­ლი შე­დის, სა­დაც ხუთი სხვა­დასხვა პრო­ექ­ტი განხორ­ცი­ელ­და. სო­ფელ შუბან­ში სა­მი პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სდა: შე­კეთ­და მო­საც­დე­ლი, გა­იწ­მინ­და ბოგი­რები და შე­კეთ­და გზები. სო­ფე­ლი შუ­მა­თი ის ერ­თა­დერ­თი სო­ფე­ლი იყო, სა­დაც მო­სახლეობა სამ­გზავ­რო ავ­ტობუსის მო­საც­დე­ლი ად­გი­ლის შე­კე­თებას ითხოვ­და, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სხვა სოფ­ლებს ეს პრობლე­მა არ აწუხებდათ. მო­საც­დე­ლის შე­კე­თების­თვის 1 000 ლა­რი დაიხარჯა. სოფ­ლის ბოგი­რების გაწ­მენ­დას 2 000 ლა­რი დას­ჭირ­და. ხოლო გზის მოხრეშ­ვის­თვის 4 918 ლა­რი გა­მოიყო. სო­ფელ ფერ­სათ­ში კი სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცია მოხდა, რომ­ლის­თვი­საც 4 000 ლა­რი დაიხარჯა, ხოლო გა­ზი­ფი­კა­ცი­ის­თვის 36 697 ლა­რი გა­მოიყო. ფერ­სა­თის მო­სახლეობა გა­ზის პრობლე­მის მოგ­ვა­რებას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად მი­იჩ­ნევს. „უკ­ვე ორი კვი­რაა, რაც ბუნებრი­ვი გა­ზი სახლში შე­ვიყვა­ნე და ამო­ვი­სუნ­თქე. ეს მარ­თლაც კარ­გი საქ­მე გა­კეთ­და, ქა­ლის­თვის ბედნიერებაა, გა­ზი რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გაქვს შეყვა­ნი­ლი და გა­მო­ლე­ვის ში­ში არ გაქვს... მა­გა­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რია. მო­გეხსე­ნებათ მთე­ლი ზამ­თრის შე­სა­ნახები ზაფხულის ცხელ დღეებში უნ­და აკე­თო, ან ბუხარ­ში არ გა­რეთ ეზო­ში დან­თებულ ცეცხლზე. ახლა გა­ზის „სო­ჩი­კებიც“ დაგ­ვიდ­გეს და, არ მგო­ნია, ზო­მა­ზე მე­ტი გა­და­სახადი მო­ვი­დეს...“ - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან საუბარ­ში ნა­ნუ­ლი მ-ძემ.

ან­ზო­რ გ-შვი­ლი ამბობს, რომ: „სოფ­ლის კრება რომ იყო, მგო­ნი თებერ­ვალ­ში, მა­შინ მთელი სო­ფე­ლი შე­იკ­რიბა. საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რემ გვითხრა: სახელ­მწი­ფო ფულს გვაძ­ლევს და რა გვინ­და, სო­ფელ­ში რომ გა­კეთ­დე­სო? ბაღ­და­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში გა­ზი უკ­ვე შეყვა­ნი­ლი იყო და ნაც­ნობებს რომ ვხვდებოდი ამ სოფ­ლებიდან, ყვე­ლა მეუბნებოდა, ზამ­თარ­ში და ზაფხულ­შიც სულს მო­ით­ქვამთ, გა­ზი სახლში შეყვა­ნი­ლი რომ გექ­ნებათო. იქ, სა­დაც გა­ზია, მო­სახლეობას გათბობაც კი გა­ზზე აქვს და­მონ­ტაჟებული. არ მე­გო­ნა, თუ ეს კაი საქ­მე გა­კეთ­დებოდა, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ გა­კეთ­და.“

წი­თელხევის მო­სახლეობამ კი ახლად­და­გებულ ას­ფალ­ტის­სა­ფა­რი­ა­ნი გზის გა­ნა­თება მო­ინ­დო­მა და სოფ­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებში ამ სოფ­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 37 949 ლა­რი გა­რე გა­ნა­თების მოწყობის­კენ მი­მარ­თა.

სო­ფელ დიმ­ში გა­ზის ქსე­ლის რეაბილი­ტა­ცი­ას 26 000 ლა­რი დას­ჭირ­და, თუმ­ცა ამ სო­ფელ­ში 15 000 ლა­რი საუბნო გზის მოხრეშ­ვას და ბოგი­რის აღ­დგე­ნას მოხმარ­და. ამა­ვე სო­ფელ­ში ეგ­რეთ წო­დებული სა­გო­ჭი­ას სარწყავი სის­ტე­მაც აღ­დგა, რომ­ლის­თვის 7 341 ლა­რი გა­მოიყო. დი­მის თემ­ში კი­დევ ერ­თი სო­ფე­ლი სა­ი­მე­დო შე­დის, სა­დაც 6 840 ლა­რი სარწყავი სის­ტე­მის აღ­დგე­ნას მოხმარ­და. ეს პრი­ო­რი­ტე­ტი თა­ვად მო­სახლეობამ გან­საზ­ღვრა, რად­გან ზაფხულის ცხელ დღეებში მო­სახლეობა სარწყავი არხების მო­უ­წეს­რი­გებლობის გა­მო, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლების მი­წის ფარ­თობების მორწყვას ვერ ახერხებდა.

სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნის მოწყობა მი­იჩ­ნია სოფ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტად სო­ფელ ხანის მო­სახლეობამ. „ეს ბაბუა, ახალ­გაზ­რდებს უნ­დო­დათ და გა­ა­კე­თეს კი­დეც. ისე, მარ­თა­ლი გა­დაწყვე­ტი­ლება მი­ი­ღეს, სოფ­ლის ბირჟაზე დგო­მას და სი­გა­რე­ტის წე­ვას ბურ­თის თა­მა­ში ნამ­დვი­ლად ჯობია,“ - გვითხრა გრი­შა მ-შვილ­მა. სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნის მოწყობა კი 4 000 ლა­რი დაჯდა.

სო­ფელ ხან­ში სას­მე­ლი წყალიც გაიყვა­ნეს, რომ­ლის­თვის 1 600 ლა­რი დაიხარჯა, ხოლო საუბნო გზების შე­კე­თების­თვის 2235 ლა­რი გა­მოიყო.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი და­ვით ტაბუშა­ძე ამბობს: „არც ერთ სო­ფელ­ში და თემ­ში ამ პრო­ექ­ტის განხორ­ცი­ე­ლების დროს აზ­რი ორად არ გაყოფი­ლა. სოფ­ლის რწმუ­ნებულებთან მუ­შაობა მას შემ­დეგ და­ვიწყეთ, რაც ეს პრო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცა სახელ­მწი­ფომ და თანხაც გა­მოგ­ვიყო. სა­ნამ სა­მუ­შა­ოებზე უშუ­ა­ლოდ გა­და­ვი­დო­თით მო­სახლეობის ინ­ფორ­მი­რებულობას ერ­თი თვე დას­ჭირ­და.

ჩვენ ინ­ფორ­მა­ცია ამ პროგ­რა­მის შე­სახებ თე­მის თავმჯდო­მა­რეებსაც მი­ვა­წო­დეთ, მათ კი ინ­ფორ­მა­ცია მო­სახლეობას გა­უ­ზი­ა­რეს. სწო­რედ საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რეებს მო­ვა­ტა­ნი­ნეთ სოფ­ლის კრების ოქ­მები, სა­დაც ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის აზ­რია და­ფიქ­სი­რებული, რო­მელ­მაც კრებაზე აზ­რი გა­მოთ­ქვა. ამ ოქ­მებზე კი მო­სახლეობის ხელ­წე­რაა. მთი­ან­მა სოფ­ლებმა სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცია მო­ითხოვეს. ჩვენ მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო მა­სა­ლა მი­ვა­წო­დეთ, რაც კი სჭირ­დებოდათ და თა­ვი­ან­თი ძა­ლებით მოახდი­ნეს სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცია. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თმა სო­ფელ­მა სა­საფ­ლა­ოს შე­მო­ღობვა მო­ითხოვა, რაც და­უ­ფი­ნან­სეს კი­დეც. ყვე­ლა პრო­ექ­ტი არ­ჩევ­ნებამ­დე და­ვას­რუ­ლეთ, თუმ­ცა ზეგ­ნისხიდ­ში ვერ მო­ვახერხეთ ხიდის გა­კე­თება, რად­გან მდი­ნა­რე იყო ადი­დებული. რო­გორც კი წყლის დო­ნემ და­ი­წია, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლებაც და­იწყო.“

გა­სუ­ლი წლის სოფ­ლის პროგ­რა­მის შე­დეგს ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში ნორ­მა­ლუ­რად აფა­სებენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­სულ წელს ყვე­ლა პრო­ექ­ტის დას­რუ­ლება თით­ქმის წლის ბოლოს­თვის გახდა შე­საძ­ლებელი. წელს კი გა­ცი­ლებით მარ­ტი­ვად მოხდა სოფ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტების შერ­ჩე­ვა. გა­სულ წელს სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლებელი კერ­ძო კომ­პა­ნიები იყო, ხოლო წელს ძი­რი­თა­დად სოფ­ლის მო­სახლეობამ იტ­ვირ­თა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლება, თუმ­ცა ბაღ­და­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ად­გი­ლობრივ­მა კერ­ძო მე­წარ­მეებმა 5 პრო­ექ­ტი გა­ნახორ­ცი­ე­ლეს. ამ შემთხვე­ვა­შიც კი ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობა იქ­ნა და­საქ­მებული, რა­მაც ბაღ­და­თის სოფ­ლის მცხოვ­რებლებს უმუ­შევ­რობის პრობლება მხოლოდ რამ­დე­ნი­მე თვით მოუხსნა.

ბაღ­და­თის მო­სახლეობა მო­მა­ვალს იმ იმე­დით უყურებს, რომ სახელ­მწი­ფო ანა­ლო­გი­ურ პრო­ექტს მო­მა­ვალ წელ­საც და­ა­ფი­ნან­სებს, თუმ­ცა ამჯერად სო­ფელ­ში სხვა პრი­ო­რი­ტეტს შე­არ­ჩე­ვენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია