საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის დახმარების პროექტი - წინასაარჩევნო ადმინისტრაციული რესურსი
2010/06/14 13:37:36

2010 წელს სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მა ტყიბულ­შიც, ისე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებშიც, მა­ი­სის ბოლომ­დე - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ  და­ი­გეგ­მა და თით­ქმის სრუ­ლად განხორ­ცი­ელ­და კი­დეც. ტყიბულის ხელი­სუფ­ლებამაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, ფაქ­ტობრი­ვად, ეს პროგ­რა­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ რო­გორც ად­მინი­სტ­რა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი, ისე გა­მოიყენა. ტყიბულის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ფი­ნან­სო სამ­სახურის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მიხედ­ვით, ამ სა­მუ­შა­ოების დაწყების თა­რი­ღად 5 მა­ი­სია მი­თი­თებული, და­სას­რუ­ლად - 30 მა­ი­სი. ამ ნუსხაში  შე­ნიშ­ვნების გრა­ფა­ცა­ა, სა­დაც შა­ვით თეთ­რზე ის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებლები წე­რი­ა, რა პრო­ცენ­ტი­თაც სა­მუ­შა­ოებია შეს­რუ­ლებული. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ რი­სი შეს­რუ­ლებაც 100%-ით შე­იძ­ლებოდა, შეს­რუ­ლებულია. არ­სებობს ისე­თი სოფ­ლებიც, სადაც პროგ­რა­მის განხორ­ცი­ე­ლება ახლახან და­იწყეს. ზო­გან კი შეყოვ­ნებულია. მა­გა­ლი­თად, ტყიბულის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუხურა­ში მო­სახლეობამ მთა­ვარ პრობლე­მად ში­და სა­სოფ­ლო გზის შე­კე­თება და­ა­სახელა, ამ პრობლე­მის მო­საგ­ვა­რებლად 27941 ლა­რია გა­მოყოფი­ლი, თუმ­ცა, კა­რი­ერ­ზე მი­უ­ვა­ლი გზის გა­მო პრო­ექ­ტი დღემ­დე შეყოვ­ნებულია.

 

საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რემ და გამ­გებელ­მა ფეხდა­ფეხ მო­ი­ა­რეს ყვე­ლა სო­ფე­ლი და ლა­მის სა­თი­თოდ აუხსნეს ტყიბულის ყვე­ლა მკვიდრს, თუ რას ნიშ­ნავს სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მა და რო­გორ უნ­და გა­მოეყენებინათ 2010 წელს ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებში ტყიბულის­თვის გა­მოყოფი­ლი 360 ათა­სი ლა­რი, რაც წი­ნა წელ­თან შე­და­რებით წელს ორჯერ მე­ტია.

2009 წელს ტყიბულ­ში ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებში 185 000 ლა­რი დაიხარჯა. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ტყიბულე­ლებს წი­ნა წლი­დან რა­ღაც გა­მოც­დი­ლება ჰქონ­დათ, პრი­ო­რი­ტე­ტების შერ­ჩე­ვა­ზე წელ­საც დი­დი აზ­რთა სხვა­დასხვაობა ჰქონ­დათ.

ტყიბულის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი სა­წი­რე 2010 წელს სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მის ფარ­გლებში გა­მოყოფი­ლი თანხით რამ­დე­ნი­მე პრობლე­მას შე­ე­ჭი­და. თუმ­ცა, მა­ნა­მა­დე ბევ­რი იკა­მა­თეს და იმსჯელეს, პი­რად საუბრებში სა­წი­რე­ლები ყვებიან, რომ თა­ვი­დან სურ­დათ გზის პრობლე­მა მო­ეგ­ვა­რებით, რო­მე­ლიც სა­ნა­ტო­რი­უ­მამ­დე მი­დის. თუმ­ცა, სოფ­ლის ნა­წილ­მა გა­დაწყვი­ტა, რომ გზის იმ მო­ნაკ­ვეთს ვე­რა­ფერ­ში გა­მოიყენებდნენ (?), რად­გან ჯერ მა­თი სახლები იყო, მე­რე ის გზა, რო­მე­ლიც უნ­და შე­კე­თებულიყო. ბევ­რი იმსჯელეს თუ ცო­ტა, საბოლო­ოდ  გა­დაწყვი­ტეს - მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - სა­საფ­ლა­ოს შე­მო­ღობვა, ბაღი­სა დ ა კლუბის კიბის უჯრე­დების მოწყობა და ეკ­ლე­სი­ის აშე­ნება. გზის შე­უ­კე­თებლობის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად ის და­სახელ­და, რომ გზის შე­კე­თება უფ­რო ძვი­რი ჯდებოდა, ვიდ­რე ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებში სო­ფელს ჰქონ­და გა­მოყოფი­ლი. თან გამ­გებელი და საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე სო­ფელს დაჰპირ­დნენ, რომ მა­თი სოფ­ლის გზას 2011 წლის ბიუჯეტ­ში ჩას­ვა­მენ. არა­და, წელს გა­მოყოფი­ლი თანხა არც ეკ­ლე­სი­ის აშე­ნებას ჰყოფ­ნის.    

„სო­ფელს არ ჰქონ­და ეკ­ლე­სი­ა, ამი­ტო­მაც გა­დავწყვი­ტეთ, რომ სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მის ფარ­გლებში ჩვენ­თვის გა­მოყოფი­ლი თანხით ეკ­ლე­სია აგ­ვე­შე­ნებია, რად­გან ქარ­თვე­ლი კა­ცის­თვის ხატი და სა­ლო­ცა­ვი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - აცხადებს ჩვენ­თან საუბარ­ში სო­ფელ სა­წი­რეს მკვიდ­რი და­ვით ცი­რე­კი­ძე.

ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებლობა უკ­ვე დაწყებულია. სხვა­თა შო­რის, სა­ლო­ცა­ვის სა­ძირ­კვე­ლი ერთ-ერ­თმა ქველ­მოქ­მედ­მა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი სახსრებით ჩა­ასხა, ცენ­ტრა­ლუ­რი ბიუჯეტი­დან გა­მოყოფი­ლი თანხა მხოლოდ კედ­ლების ამოყვა­ნას ეყოფა. და­ნარ­ჩე­ნი ისევ შე­მო­წი­რუ­ლობით უნ­და გა­კეთ­დეს. მუ­შა ხელ­ზე სო­ფელს თანხა არ ეხარჯება, სა­ლო­ცა­ვის ასა­შე­ნებლად მო­რი­გეობით მუ­შაობენ. მხოლოდ ოს­ტა­ტი ჰყავთ და­ქი­რა­ვებული. სა­მა­გი­ე­როდ, უკ­ვე გა­კე­თებულ საქ­მე­თა ნუსხაში სა­წი­რეს შე­მო­ღობილი სა­საფ­ლაო და ბაღი­სა და კულ­ტუ­რის სახლის შე­ნობაზე ახალი კიბეები ეწე­რება. სა­წი­რე­ლებმა, ჯერჯერობით, არ იცი­ან, მო­მა­ვალ წელს რას აირ­ჩე­ვენ პრი­ო­რი­ტე­ტად.

„პრი­ო­რო­ტე­ტებს აგერ სოფ­ლის დე­პუ­ტა­ტი გეტყვით,“ - გვითხრა ერთ-ერ­თმა.

- პრი­ო­რი­ტე­ტებს სოფ­ლის დე­პუ­ტა­ტი გირ­ჩევთ? 

- დე­პუ­ტა­ტი რა­ტომ, ჩვენ თვი­თონ, თუმ­ცა, დე­პუ­ტა­ტი ხალხის არ­ჩე­უ­ლია და მან არ იცის, სო­ფელს რა სჭირ­დება?

 

ბესიკ კუბლაშ­ვი­ლი ტყიბულის საკ­რებულო­ში სო­ფელ სა­წი­რეს დე­პუ­ტა­ტი იქ­ნება, მი­სი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია სწო­რედ ამ პროგ­რა­მის განხორ­ცი­ელებას „და­ემთხვა“. სო­ფელ­ში დღეს თვლი­ან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბატო­ნი ბესი­კის დამ­სახურებაცაა.

ტყიბულ­ში სა­წი­რე ერ­თა­დერ­თი სო­ფე­ლი არ ყოფი­ლა, რო­მე­ლიც გზის შე­კე­თებას ითხოვ­და.

ტყიბულის საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე და­ვით ქა­თა­მა­ძე ამბობს, რომ რა­ი­ო­ნის რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სოფ­ლებმა ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გზა­სა და წყლის პრობლე­მის მოგ­ვა­რებაზე გა­ა­კე­თეს.   

და­თო ქა­თა­მა­ძე, ტყიბულის საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე: „მიუხედა­ვად იმი­სა, რომ სოფ­ლებს წი­ნა წლის გა­მო­ცდი­ლება ჰქონ­დათ, ჩვენ მა­ინც ჩავ­თვა­ლეთ, ყვე­ლა სო­ფელ­ში ჩას­ვლა აუ­ცი­ლებელი იყო და მა­თთან ამ პროგ­რა­მის აუ­ცი­ლებლობისა და მნიშ­ვნე­ლობაზე საუბარი. პრი­ო­რი­ტე­ტებს თვი­თონ არ­ჩევ­დნენ სოფ­ლის მცხოვ­რებლები, იმარ­თებოდა კრებები, თუმ­ცა, რო­ცა პრობლე­მების ჩა­მოთ­ვლას იწყებდნენ, ჩვენ იქ აღარ ვჩერ­დებოდით, გა­დაწყვე­ტი­ლებებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებლად იღებდნენ.  ჩვენ არა­ფერ­ში ჩავ­რე­ულ­ვართ. სა­მი-ოთხი დღის შემ­დეგ მო­დი­ოდ­ნენ სოფ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლები და მოჰქონ­დათ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რი­სი მოგ­ვა­რება სჭირ­დებოდათ. ყვე­ლა­ფე­რი მათ გა­ა­კე­თეს, პრო­ექ­ტიც, ხარჯთაღ­რიცხვაც და მო­ნი­ტო­რინ­გსაც ისი­ნი ახორ­ცი­ელებდნენ.“

„რო­ცა სო­ფე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს, ხარჯებიც უფ­რო ნაკ­ლებია, ზოგს მან­ქა­ნა ჰყავს, ზო­გიც ისე, ფი­ზი­კუ­რი მუ­შა ხელით ეხმა­რება. თუმ­ცა, თუ გარ­კვე­ულ სა­მუ­შა­ოს ვერ ას­რუ­ლებენ, მა­შინ თვი­თონ უწევთ ფირ­მის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ სა­მუ­შა­ოს შე­უს­რუ­ლებს. ამ შემთხვე­ვა­შიც სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებლები არი­ან, არ ყოფი­ლა შემთხვე­ვა, რომ მათ­თვის ხელი­სუ­ფლებას ერ­ჩი­ოს რა­მე,“ - ამბობს ტყიბულის გამ­გებელი ლე­ვან დოხნა­ძე. 

ბატო­ნი ლე­ვა­ნი აღი­ა­რებს, რომ სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ძა­ლი­ან წა­ად­გა ხელი­სუფ­ლებას.

რად­გან პროგ­რა­მის არ­სი და ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლ­უ­რი მოძ­რაობის კან­დი­და­ტები ლა­მის ერთდრო­უ­ლად წა­რუდ­გი­ნეს სოფ­ლებს.

„სო­ფლის პროგ­რა­მით ბევ­რი პრობლე­მა გა­და­უწყდა სოფ­ლის მო­სახლეობას. შე­კეთ­და ბოგი­რები და ხიდები, რომ­ლებიც წლების გან­მავ­ლობაში პრობლე­მა იყო. ში­და სა­სოფ­ლო გზები, სას­მე­ლი წყლის მა­გის­ტრა­ლი.“

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ტყიბულ­ში ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტი გზები და წყლის მა­გის­ტრა­ლი იყო, ასევე სა­საფ­ლა­ოების შე­მო­ღობვაც. თუმ­ცა, ზოგს სხვა პრობლემებიც აწუხებთ. მა­გა­ლი­თად, სო­ფელ­მა ლეღ­ვამ გა­დაწყვი­ტა, რომ მათ­თვის გა­მოყოფი­ლი 6091 ლა­რით წის­ქვი­ლი შე­ე­კე­თებინა.

„ეს ძვე­ლი წის­ქვი­ლი­ა, კოლ­მე­ურ­ნეობის ბაზა­ზე იყო და მო­სახლეობამ შე­ი­ძი­ნა, დღეს თა­ვად უვ­ლი­ან და მო­რი­გეობენ კი­დეც. თან წის­ქვილს სო­ფე­ლი თავ­შეყრის ად­გი­ლა­დაც იყენებს.“ - გვითხრა ლე­ვან დოხნა­ძემ.

ში­და­სა­სოფ­ლო გზის მოგ­ვა­რებას­თან ერ­თად პრი­ო­რი­ტე­ტად წის­ქვი­ლი სო­ფელ ნაბოს­ლევ­მაც აირ­ჩი­ა, ოღონდ ლეღ­ვე­ლების­გან განსხვა­ვებით ამ საქ­მის­თვის 1 100 ლა­რი დახარჯეს, და­ნარ­ჩე­ნი 11 606 ლა­რი კი გზის შე­კე­თებას მოახმა­რეს.

რო­გორც   იტყვი­ან   ხოლ­მე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სოფ­ლებმა ოჯოლამ და ლა­ში­ამ მო­ი­ცა­ლეს, ოჯოლა­ში თავ­შეყრის ად­გი­ლის მო­საწყობად 3330 ლა­რი დახარჯეს, ერ­თი ამ­დე­ნით და ცო­ტა მე­ტით კი ში­გა სოფ­ლის გზებს მიხედეს. სო­ფელ ლა­ში­ა­ში თავ­შეყრის ად­გი­ლის­თვის 3600 ლა­რამ­დე დახარჯეს, ში­გა გზის მო­სა­წეს­რი­გებლად კი 936 ლა­რი. ცუცხვა­თის თემ­ში სო­ლი­დუ­რი თანხა 18 668 ლა­რი სას­მე­ლი წყლის მა­გის­ტრა­ლის შე­კე­თებაში დახარჯეს, 1600 ლა­რით კი სა­რი­ტუ­ა­ლო შე­ნობის­თვის ფუნ­და­მენ­ტი მო­აწყვეს.

კურ­სების თემ­მა გზების რეაბილი­ტა­ცი­ის­თვის 20000 ლარ­ზე მე­ტი დახარჯეს, წყლის მა­გის­ტრა­ლის­თვის - 11499 ლა­რი.

კი­სო­რეთ­მა, ბობოთ­მა და კო­რე­ეთ­მა კი სა­წეს­ჩვე­უ­ლებო ჯამ-ჭურ­ჭე­ლი შე­ი­ძი­ნა.

და­ვით ქა­თა­მა­ძე, საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე: „მათ გა­დაწყვე­ტი­ლებაში არა­ვინ ჩა­რე­უ­ლა, მთა­ვა­რია, მა­თი პრო­ექ­ტები  კა­ნო­ნის  ფარ­გლებში    ჩამჯდა­რიყო.“

სოფ­ლებში სა­მუ­შა­ოების 100% უკ­ვე შეს­რუ­ლებულია. მა­თი ხარისხია­ნობის და ვარ­გი­სი­ა­ნობის სა­კითხი კი კი­დევ სხვა თე­მაა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2295
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია