საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უცვლელი პრიორიტეტები
2010/06/14 13:32:57

სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებში  წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა გა­სულ წელს 419500 ლა­რი მი­ი­ღო. წყალ­ტუბო იმე­რეთ­ში ერთ-ერ­თი დი­დი რა­ი­ო­ნი­ა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლობაშიც 49 სო­ფე­ლი შე­დის. გა­სულ წელს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა 62 პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა. სოფ­ლის მო­სახლეობამ პრი­ო­რი­ტე­ტები თა­ვად გან­საზ­ღვრა. პრი­ო­რი­ტე­ტების ნუსხა დი­დად არ განსხვავ­დება სხვა რა­ი­ო­ნების სოფ­ლებისა­გან. რო­გორც ჩანს, ძი­რი­თა­დი საკ­ვან­ძო პრობლე­მები ყველ­გან ერ­თია. 

გა­სულ წელს წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 98 ათა­სი ლა­რი დაიხარჯა სოფ­ლებში მი­ნი მო­ედ­ნების მოწყობაზე, ში­და სა­სოფ­ლო გზებზე 147 600 ლა­რი, სოფ­ლების­თვის სა­საფ­ლა­ოების შე­მო­ღობვა­ზე 59 700 ლა­რი, საბავ­შვო ბაღების რეაბილი­ტა­ცი­ი­სათ­ვის კი 27 ათა­სი ლა­რი, სას­მე­ლი წყლის მი­ლების შე­ძე­ნი­სათ­ვის 47 ათა­სი ლა­რი.

„მას შემ­დეგ, რაც პრო­ექ­ტის განხორ­ცი­ე­ლება და­იწყო მო­სახლეობაში ჩა­ვა­ტა­რეთ კრებები, სწო­რედ ამ კრებებზე გა­ნი­საზ­ღვრა ძირი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტები. ძი­რი­თა­დად ერ­თი და იგი­ვე სახის პრობლე­მები აქვს ყვე­ლა სო­ფელს, თუმ­ცა არის განსხვა­ვებულებიც,“ - ამბობს წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლის მო­ად­გი­ლე და­ვით ჩირ­გა­ძე.

მიმ­დი­ნა­რე წელს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სათ­ვის გა­მოყოფი­ლი და­ფი­ნან­სება გა­ი­ზარ­და და 836 451 ლა­რი შე­ად­გი­ნა. 47 სო­ფელ­ში სულ 121 პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სდა. თუმ­ცა გა­სუ­ლი წლის­გან განსხვა­ვებით განსხვა­ვებული პრი­ო­რი­ტე­ტებიც გა­მო­იკ­ვე­თა.

მა­გა­ლი­თად სო­ფელ ლეხიდ­რის­თავ­ში სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სახურების ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნი­სათ­ვის 5029 ლა­რი დახარჯეს, იგი­ვე მიზ­ნით სო­ფელ მექ­ვე­ნა­სა და ვა­ნის­ჭა­ლა­ში 6430 ლა­რი დაიხარჯა. გარ­და ამი­სა ორი სოფ­ლის, დერ­ჩი­სა და ნა­მოხვა­ნის მო­სახლეობამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძის მონ­ტაჟი მო­ითხოვა.

„ნა­მოხვან­ში შე­ვი­ძი­ნეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძა 2500 ლა­რის ღი­რებულების. ეს სო­ფე­ლი ზე­და ზო­ნის სოფ­ლებში შე­დის და იქ მა­უწყებლობა არ იყო, თუმ­ცა ამ ან­ძის მეშ­ვეობით მხოლოდ ერ­თი არხის ნახვა შე­იძ­ლებოდა და მო­სახლეობამ „რუს­თა­ვი-2“ აირ­ჩია. ასე­ვე სო­ფელ დერ­ჩში იყო ძვე­ლი სად­გუ­რი და იქ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძი­სათ­ვის მხოლოდ ბლო­კი შე­ვი­ძი­ნეთ,“ - ამბობს წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლის მო­ად­გი­ლე და­ვით ჩირ­გა­ძე.

სა­მუ­შა­ოებს ცალ­კე­უ­ლი ფირ­მები ას­რუ­ლებენ, რო­მე­ლიც ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კების გზით შე­არ­ჩია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა. პა­სუხის­მგებლობა თანხის გან­კარ­გვა­ზე და ხარჯვა­ზე სწო­რედ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს აკის­რია. ცალ­კე­უ­ლი სა­მუ­შა­ოების დას­რუ­ლების შემ­დეგ სწო­რედ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი იბარებს მას. დგება სპე­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი, რო­მელ­ზე­დაც ხელს აწერს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელი, სა­მუ­შა­ოების ზე­დამხედ­ვე­ლი და სოფ­ლის მო­სახლეობა. რაც შეეხება ამ უკა­ნას­კნე­ლთა როლს, ეს უბრა­ლო ფორ­მა­ლობაა. იმი­სათ­ვის, რომ სა­მუ­შაო ჩაიბარონ, აქ­ტზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ხელ­მო­წე­რაც საკ­მა­რი­სია. შესრულებული სამუშაოს ხარისხს არ აფასებს შესაბამისი სფეროს ექსპერტი. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რამდენად ხარისხიანად შესრულდა ეს სამუშაო.

„შე­იძ­ლება ბევ­რი არ იყოს კმაყოფი­ლი შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ო­თი, მაგ­რამ გამ­გეობა მა­ინც იბარებს. ჩვენ­თან სა­ნახევ­როდ გა­კეთ­და ში­და გზები, მო­სახლეობა უკ­მაყოფი­ლო­ა, მაგ­რამ მა­გათ მა­ინც ჩაიბარეს. ერ­თი-ორი ნა­ცი­ო­ნა­ლი ყველ­გან მო­ი­ძებნება და მე­ტი კა­ცის ხელ­მო­წე­რა კი­დევ მა­გათ არ ჭირ­დებათ,“ - ამბობს წყალ­ტუბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ რი­ო­ნის მცხოვ­რები კობა მ.

მო­სახლეობისა­გან განსხვა­ვებულად ფიქ­რობენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გამ­გებლის მო­ად­გი­ლე სოფ­ლის დახმა­რების პრო­ექტს და­დებითად აფა­სებს და ამბობს, რომ ერ­თი-ორი უკ­მაყოფი­ლო ყოველ­თვის იქ­ნება.

 

მა­ნა­ნა ქვე­ლი­აშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია