დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საწვავი ძვირდება
2013/07/25 12:28:28

ბენზინი ისევ ძვირდება. კომპანიები საცალო ქსელში საწვავის გაძვირების ტენდენციას კვლავინდებურად ინარჩუნებენ. გუშინიდან საწვავის ფასი, 2-5 თეთრით გააძვირა „ლუკოილმა“. კომპანიის ინფორმაციით,  „ლუკოილის“ ქსელში „ევრო სუპერის“ ღირებულება 2.18 ლარია, მაშინ, როდესაც ორი დღის წინ მისი ფასი  2,15 ლარი იყო. კომპანიის ქსელში, „პრემიუმ ავანგარდის“ ტიპის საწვავი გაძვირებულია 2 თეთრით და გუშინიდან მისი ფასი 2.12 ლარადაა განსაზღვრული. 5 თეთრით გააძვირა კომპანიამ „ევრო რეგულარი“ (2.00 ლარი) და „ევრო დიზელი“ (2.15).

რაც შეეხება ბაზრის სხვა მოთამაშეებს, „ვისოლში“ განმარტავენ, რომ მათ ქსელში კორექტირებული ფასები ძალაში 20 ივლისიდან შევიდა, ხოლო რაც შეეხება „გალფის“ ქსელს, როგორც კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საწვავის ფასის კორექტირება 17 მაისის შემდეგ აღარ მომხდარა.

 წყანრო BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია