დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყლის ხარისხის კონტროლს გააუმჯობესებს
2013/07/23 16:43:02

ზაფხულის ყველაზე ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყლის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს აუმჯობესებს. სასმელი წყლის ხარისხს ამიერიდან ე.წ. მობილური ლაბორატორიები გააკონტროლებენ, რომლებიც ძირითადად გათვლილია რეგიონებში წყალზე ბაქტეოროლოგიური და მიკრობიოლოგიური კვლევების ჩასატარებლად.

ამისთვის კომპანიამ უკვე შეიძინა  150 ათასი ლარის ღირებულების გერმანული წარმოების ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევის აპარატურა შესაბამისი რეაგენტებით. მობილური ლაბორატორიები განაწილდება საქართველოს რეგიონებში და მოემსახურება ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, სადაც ამის საჭიროება დადგება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომსახურება გაეწევა სოფლებსაც და წყლის ხარისხი სოფლებშიც ინტენსიურად გადამოწმდება.

აქამდე, წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის ხარისხის კონტროლი  ლაბორატორიული ქსელის საშუალებით ხორცილედებოდა, რაც საკმარისი არ იყო, რადგან ქსელის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, ხოლო უდიდესი ნაწილი საჭიროებდა განახლება-მოდერნიზაციას. გარდა ამისა, მიკრობიოლოგიური ანალიზი 33 ლაბორატორიიდან მხოლოდ  12-ში ტარდებოდა. ამიერიდან კი საქართველოს მასშტაბით მიკრობიოლოგიური ანალიზი 21 ლაბორატორიაში ჩატარდება, რაც გაზრდის წყლის ხარისხზე კონტროლის მასშტაბებს.

წყლის ხარისხის კონტროლის მობილური ლაბორატორიებით აღჭურვილი მანქანები  რეგიონებში უახლოეს დღეებში გამოჩნდება . წყლის ხარისხის კონტროლი განსაკუთრებით გაძლიერდება  საკურორტო ზონებში, იქ, სადაც   ქლორის დამუშავება მხოლოდ კირის საშუალებით ხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია