დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის კომპანიები რთველისთვის აქტიურად ემზადებიან
2013/07/20 22:56:16

            სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი და  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი „წინანდლის ძველი მარნისა“ და „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ საწარმოებში იმყოფებოდნენ, სადაც საექსპორტო  პროდუქცია დაათვალიერეს და  რთველის წინა  მოსამზადებელ სამუშაოების  მიმდინარეობას  ადგილზე გაეცნენ.

კომპანიებმა „წინანდლის ძველი მარანი“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“ უკვე ისარგებლეს ,,შეღავათიანი აგროკრედისი პროექტით“ და მიღებული სესხის გამოყენებით საწარმოების გაფართოება და თანამედროვე დანადგერების შეძენა დაიწყეს. კომპანიები უკვე აქტიურად ემზადებიან 2013 წლის რთველისთვისაც.

,,საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოცხადდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელება დაიწყო.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტიც  სწორედ ამ დარგის განვითარება და ხელშეწყობაა. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ ფერმერს დამეწარმეს არა მარტო ახალი საწარმოს მშენებლობის საშუალებას აძლევს, არამედ არსებულის გაფართოების და თანამედროვე დანადგარებით გადაიარაღების. აღნიშნული ღვინის საწარმოებიც ამის ნათელი მაგალითია.  აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და  ჩვენი მიზანია,  წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რაიონში მინიმუმ ერთი ახალი, თანამედროვე საწარმო შეიქმნას” – განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

  აღნიშნული კომპანიები აქტიურად და წარმატებით მოღვაწეობენ ქართულ ბაზარზე, ასევე ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში.  სავარაუდოდ 2–3 კვირაში კომპანიები უკვე რუსულ ბაზარზეც გავლენ.  რუსეთის, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო  ბაზრის გახსნამ, საწარმოების გაფართოებისა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის საჭიროება განაპირობა. ემბარგოს მოხსნის შემდეგ რუსეთის ბაზარზე 1 500 000–ზე  მეტი ბოთლი ღვინისა და ბრენდის  ექსპორტი განხორციელდა. ამ ეტაპზე რუსეთში ექსპორტს 11 კომპანია ახორციელებს, მათ შორის: GWS, ბატონო, ალავერდი, ბადაგონი, თბილღვინო, კახური ტრადიციული მეღვინეობა, დუგლაძის ღვინის კომპანია, მარნის კარი და სხვა.

 ,,ქართულ მეღვინეობა-მევენახეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია  აქვს. ეს ჩვენი ტრადიციაა. აუცილებელია, რომ ეს მიმართულება ქვეყანაში განვითარდეს. უკვე დაწყებულია სხვადასხვა პროგრამები,  სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის  და   ქართული სასმელებისთვის გაიხსნა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ამ ყველაფერმა განსაკუთრებით გამოაცოცხლა ქართული ღვინის ინდუსტრია. დამატებით გაშენდა  ახალი ვენახები,  გაიზარდა ინვესტიციები, მოხდა  საწარმოები გაფართოება. იმ კომპანიებში, რომლებმაც პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაიტანეს, წარმოების   ზრდის პარალელურად,  დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა.  საერთო ჯამში, წელს  ღვინის კომპანიებში 1500–მდე ადამიანი დასაქმდა,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 დღეისათვის  ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“   ისარგებლეს არა მხოლოდ მეღვინეობის სექტორში მომუშავე მეწარმეებმა, არამედ მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის, მეფუტკრეობის, მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებმა. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებშიუკვე  დაფინასნებულია   3,911   ბენეფიციარი -   ჯამური  თანხით  53,883,598  ლარი.   აქედან მე-3  კომპონენტში, რომელიც მოიცავს  7  წლამდე  ვადით  არაუმეტეს 3%-ის 1 მილიონ ლარამდე  (ექვივალინტით აშშ დოლარში)  აგროკრედიტს,  უკვე დაფინანსებულია 113 სესხი ახალი საწარმოებისთვის, საერთო ჯამში  13,443,363  აშშ დოლარის ოდენობის თანხით.

  „წინანდლის ძველი მარანი“ 1998 წლიდან ფუნქციონირებს და სხვადასხვა სახეობის ღვინოს, ჭაჭასა და ბრენდს აწარმოებს.  წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე  პოლონეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, ლატვიაში და სხვა ქვეყნებში გადის.  კომპანიამ რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტირებისათვის ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და უახლოეს დღეებში,  მოთხოვნილი 500 000 ცალი აქციზის მიღებისთანავე რუსეთის ფედარაციაში ღვინის ექსპორტი დაიწყებს.

მიმდინარეობს რთველისთვის მზადებაც და როგორც კომპანიაში აცხადებენ, რთველის დაწყებისთანავე საწარმო მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს. დაგეგმილია საწარმოს რეკონსტრუქციაც. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში  მიღებული 480 000 აშშ დოლარის სესხით  „წინანდლის ძველი მარანის“ ხელმძღვანელობამ  საწარმოს გაფართოება დაიწყო, შეიძინა თანამედროვე მაცივრები და ცისტერნები.  კომპანიაში 30 ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა სეზონურად მათი რაოდენობა  იზრდება.

 „შუხმან ვაინს ჯორჯია“ 2008 წელს 100%–იანი გერმანული ინვესტიციით შეიქმნა. მას საკუთრებაში აქვს 120 ჰა ფართობის ვენახიც, სადაც ყურძენის  9  ჯიშია წარმოდგენილი.  კომპანიაში, სეზონის მიხედვით 32–დან 150 –მდე ადგილობრივია დასაქმებული. „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ 30 დასახელების პროდუქცია ექსპორტზე გადისევროპულ ბაზრებზე  (გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვედეთი).  დადებითად გადაწყდა პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანის საკითხიც. აქციზური მარკების მიღებისთანავე, 2 კვირაში  ღვინის პირველი პარტია რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნება. 

,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აღებული 135  000 აშშ დოლარით „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“  40 ქვევრზე გათვლილი ახალი მარანი ააშენა, ასევე შეიძინა  მუხის კასრები და 4 ერთეული უჟანგავი ლითონის ცისტერნა. თითქმის დასრულებულია  მზა პროდუქციის  სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა, სადაც 1 მილიონი ბოთლი ღვინის შენახვა იქნება შესაძლებელი. კომპანიაში უკვე დაწყებულია მზადება  რთველისთვისაც.  ყოველწლიურად საწარმო მოსახლეობისგან წინანდლის, მუკუზანის, ახაშენის ჯიშის და რაჭული ყურძნის მოსავალს იბარებს. მიმდინარე წელსაც კომპანია მოსახლეობისგან  150–200 ტონამდე ყურძნის შესყიდვას გეგმავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია