დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსი 1 იანვრამდე გადაიდო
2013/07/20 12:41:22

აგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გათვალისწინებით, ქუთაისის მერიაში შეჩერებული კონკურსის გამო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა  დღეს ბრიფინგი გამართა და კონკურსის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა.

ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი პირველი ცვლილებით, კონკურსის ჩატარების ვალდებულების ვადა 1 იანვრამდე გადაიწევს. მეორე ცვლილება კი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის და საკრებულოს აპარატის დროებითი წესის შესახებ ცვლილებას ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც მერიის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის  ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 30 საშტატო ერთეულით და კანონით არ უნდა აღემატებოდეს 413  თანამშრომელს, თუმცა თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, მერიის, საკრებულოს, ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 300-მდე ჩამოვიდეს. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონპროექტით შრომითი ანაზღაურების რაოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს მთელი ბიუჯეტის 25%-ს. ასევე დგინდება ლიმიტი შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობაზე და ის არ უნდა იყოს საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი.

„ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 18 მაისს დაიწყო და  18 ივნისს დასრულდა. რის შემდეგაც უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე, მაგრამ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კონკურსი გადაიდო იქამდე, ვიდრე პარლამენტი  ივნისის ბოლოს კანონპროექტებში შესული ცვლილებები არ დამტკიცდება. ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს არგუმენტირებული თხოვნა, თავი შევიკავოთ კონკურსის გამოცხადებისგან, ვინაიდან ეს ორმაგად დააზარალებს თანამშრომელთა ინტერესებს, რადგან მათ ხელახლა მოუწევთ კონკურსში მონაწილეობა, ასევე დააზარალებს ბიუჯეტს, ვინაიდან კონკურსისათვის  საკმაოდ სოლიდური თანხები გვჭირდება, ამიტომ გავითვალისწინეთ ცენტრალური ხელისუფლების არგუმენტები და კონკურსი 1 იანვრამდე გადავდეთ,“ -  აღნიშნა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა სახელაშვილმა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო თვალთვაძის განცხადებით კი, ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივით, კონკურისისათვის საჭირო ტესტები  თბილისში დაიბეჭდება, რაც კონკურსის მიმართ მოქალაქეების ნდობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან ადამიანები გაცილებით ობიექტურ გარემოში გაივლიან ტესტირებას.  ტესტებს მთავრობის კანცელარია შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ  ტესტირების და შემდგომი გასაუბრების აუდიო ან ვიდეოჩაწერა მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია