დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ებრაული ფირმა საქართველოდან გაუშვეს
2013/07/19 19:48:07

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ებრაულმა ჰოსპიტალების ოპერირების საერთაშორისო საწარმომ (IHOP) ვერ შეასრულა სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, კომპანიას სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება შეწყვეტაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლებთან ჯანდაცვის მინისტრის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანიამ მედპერსონალის სახელფასო დავალიანების დაფარვისა და სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით ვერც ერთი ეფექტური ქმედება ვერ განახორციელა.
„აქედან გამომდინარე, საფრთხე ექმნება ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას რეგიონებში (სადაც კომპანიას რამდენიმე კლინიკა უნდა აეშენებინა) და ირღვევა მედპერსონალის უფლებები“, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია