დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის შენობას ახალი ფუნქცია მოუძებნეს
2013/07/19 13:09:42
გაკეთდება თუ არა „ოლიმპიკ არენა“ ქუთაისში?
ქუთაისსა და იმერეთში ოლიმპიური მოძრაობის  თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემ ხელისუფლებას და საზოგადოებას პარლამენტის შენობის ფუნქციის შეცვლას სთავაზობს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება შენობის სხვა დანიშნულებით გამოყენება, მიზანშეწონილი იქნება, პარლამენტის შენობაში მოეწყოს სპორტული კომპლექსი –განვითარებულ ქვეყნებში არსებული „ოლიმპიკ არენას“ მსგავსი. რეზო რობაქიძის ეს მოსაზრება სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
„ჩვენი აზრით, „ოლიმპიკ არენად“ პარლამენტის შენობის გადაკეთების შემთხვევაში, მთლიანად გამოიყენება ძირითადი შენობის ჩრდილოეთით აგებული შენობა-ნაგებობები, სადაც შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი სტანდარტული სამვარსკვლავიანი სასტუმროები, სპორტის მუზეუმი, კვების ბლოკი, სპორტკლუბების ოფისები და სხვა,“ – აღნიშნავს რევაზ რობაქიძე.
ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი შემდგომ დანიშნულებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასაც უძებნის. მისი თქმით, შესაძლებელი იქნება ახალი პარკის, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების და რეკრეაციული ზონის მოწყობა. ასევე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო მოედნების, ფეხბურთის მინი-მოედნების, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზისა და სხვადასხვა დარბაზების აშენება.
პარლამენტის შენობის უკან აშენებული შენობები კი, შესაძლებელია, გადაკეთდეს „ოლიმპიკ არენისთვის“ აუცილებელი მაღალი კლასის სასტუმროების, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სპორტსმენთა გასახურებელი მინი-დარბაზებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
რობაქიძის ვერსიით, თუ თბილისის შემდეგ, ქუთაისშიც მოეწყობა ოლიმპიური ქალაქი, ქვეყანას სამომავლოდ რეალური შესაძლებლობა ექნება, სერიოზული განაცხადი გააკეთოს ოლიმპიური თამაშების, გუნდური სახეობების მსოფლიო ჩემპიონატებისა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებაზე, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, ხოლო ქუთაისი კი, უფრო მიმზიდველ და ახალ ფუნქციონალურ დატვირთვას შეიძენს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი თავისივე მაღალი სტანდარტების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებით მიიღებს ნებისმიერ ავიალაინერს, რაც, ქუთაისისა და იმერეთის ოლიმპიური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაიისს გაცილებით მიმზიდველს გახდის. „ოლიმპიკ არენა“ კი სისტემატურად დაიტვირთება: მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია