დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მანგლისში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
2013/07/18 20:46:04

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან სამადაშვილმა,  18 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მანგლისში, საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

 სოფლის მკვიდრებს უკვე მიეცათ საშუალება, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები, სოციალური დახმარებები, მოახდინონ მიწის რეგისტრაცია, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები. გარდა ამისა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია სატელეკომუნიკაციო, საბანკო და სადაზღვევო მომსახურება; საზოგადოებრივი ცენტრი მათთვის სრულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს.

 საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებულია სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად.  მოსახლეობა სარგებლობს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით, სადაც საშუალება აქვს მიიღოს კვალიფიციურ კონსულტაცია სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებისა და სხვა საკითხებზე.

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს 8 საზოგადოებრივი ცენტრი გურჯაანის, ხაშურის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, ქარელისა და ხობის მინიციპალიტეტებში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია