დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ბათუმი თაუერი" უნივერსიტეტისთვის შეუსაბამოა
2013/07/18 19:08:06

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ე.წ. „ბათუმი თაუერი“ ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს. აღნიშნული ობიექტის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და დანიშნულება რამდენიმეჯერ შეიცვალა. თავდაპირველად შავი ზღვის ბიზნეს ცენტრის სახელით შენდებოდა, შემდეგ შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის გადაცემაც იგეგმებოდა, საბოლოოდ კი მიხეილ სააკაშვილმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსება გადაწყვიტა და 2012 წლის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საგანგებოდ, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა.

აღნიშნული ობიექტის მშენებლობისთვის 78 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა და მისი დასრულებისთვის დამატებით 12 მლნ ლარია საჭირო. 

„როგორც ხედავთ, შენობა დაუსრულებელია და თავისი ინფრასტრუქტურით და არქიტექტურით შეუსაბამო უნივერსიტეტის განთავსებისთვის. ამას გარდა შენობის კომუნალური და შენახვის ხარჯი იმდენად დიდია, წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი, აქ სწავლა სტუდენტს ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტზე გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა. საუბრობენ უნივერსიტეტი სტუდენტებს წაართვესო, კარგად იცით, რომ ინსტიტუციურად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ არსებობს. თუმცა ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე საუბრისას შეგახსენებთ, რა დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ამ ტერიტორიაზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვას ბიზნეს ოფისის აშენების მიზეზით. მაშინ არავის გაუთვალისწინებია სტუდენტების და ახალგაზრდების აზრი და თხოვნა„ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ შენობის გადაცემა მუნიციპალიტეტზე ან უმაღლეს საბჭოსთვის არ განიხილება, რადგანაც ის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არაეკონომიური იქნება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორებისთვის შენობის არენდით გადაცემაზე. თურქი და უკრაინელი ბიზნესმენების მხრიდან უკვე არის დაინტერესება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია