დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში ბიუჯეტის ექვსი თვის მონიტორინგისთვის ემზადებიან
2013/07/16 13:44:32

გოგიტა გოგელაშვილი: „წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ შედეგები არც თუ სახარბიელო იქნება“

ქუთაისის ბიუჯეტის ექვსი თვის  შედეგები დღეისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, მაგრამ შედეგების გამოცხადების ვადამ გადაიწია. როგორც საფინანსო-სარევიზიო კომისიაში ამბობენ, მონიტორინგი მალე დასრულდება.

„სამწუხაროდ, არსებითად არაფერი შეცვლილა. ქალაქის ბიუჯეტში ისევ რჩება ის პრობლემები, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი შესრულების საკითხი. იგივე მონაცემებია არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში პრივატიზაციის პროცესი გაჩერებულია,“  – ამბობს მერიის საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ფასის შემუშავება, რაც ნიშნავს  მის გათანაბრებას მიწის ნორმატიულ ფასთან. 

„მართალია, კანონი არ გავალდებულებს, კონკრეტული ფასი დაადო მიწას, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ  საბაზრო ფასი დაეცეს და შენ ნორმატიული ფასი გქონდეს მაღალი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მიწას ვერ გაყიდი. სწორედ ამიტომ არის საჭირო მიწის საბაზრო და ნორმატიული ფასის გათანაბრება,“  – ამბობს გოგელაშვილი.

მიწის ფასის რეგულაციის საკითხი ქუთაისის  საკრებულომ გასული კვირის რიგგარეშე სხდომაზე განიხილა. მოქმედი კანონით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთი კვადტრატული მიწა 600 ლარი ღირს, რაც  კომისიის წევრთა თქმით, ძალიან მაღალია.

ახალი რეგულაციებით, მიწის ფასი,  სავარაუდოდ,  170 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესრულების ნაწილში, არაფინანსური აქტივები, ანუ ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწისა და უძრავი ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხა,  გეგმის მხოლოდ 9.8% –ით შესრულდა.  სწორედ ამ მაჩვენებლის გამო ქუთაისის ბიუჯეტი,  ბოლო წლების განმავლობაში პირველად,  სეკვესტრის საფრთხის წინაშე დადგა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია