დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნასვამ მძღოლებს მართვის უფლება ჩამოერთმევათ...
2013/07/14 10:59:30

ნასვამ მძღოლებს მართვის უფლება შესაძლოა პირველივე ჯერზე ჩამოართვან. 


არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებისა და სანქციების გაზრდის ინიციატივით საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ" კანონპორექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, პირველივე ჯერზე 1 წლის ვადით მართვის უფლებას ჩამოართმევენ. 

კიდევ უფრო მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირებისთვის. მათ მართვის უფლება ორი წლის ვადით ჩამოერთმევა, ნაცვლად ერთი წლისა, როგორც ეს დღეს მოქმედი კოდექსით არის გათვალისწინებული. 

წინასწარი შეცნობით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემა, 250-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის და ავტომობილს ნასვამ პირს გადაცემს 700 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 500 ლარისა. 

700 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც წინასწარი შეცნობით მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირს კვლავ გადასცემს და ამ ქმედებას წლის განმავლოში განმეორებით ჩაიდენს. 

1000 ლარით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯებიან პირები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული აქვთ, ამ ვითარებაში სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ, მაგრამ იგივე ქმედება კვლავ გაიმეორეს. 

ამავე დროს, განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 700-ლარიანი ჯარიმით შეცვალოს. 

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებისა და სანქციების გაზრდის აუცილებლობას შსს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამო გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირებს.

 

წყარო "BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია