დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში საკვები ზეთის იმპორტი 14%-ით შემცირდა
2013/07/09 16:46:52

ილიაუნი ბიზნეს რევიუს (IBR) კვლევის შედეგებს აქვეყნებს თბილისის საკვები ზეთების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. კვლევა 11–18 ივნისის პერიოდში იქნა ჩატარებული, კვლევამ მოიცვა თბილისის 14 რაიონის 75 სავაჭრო ობიექტი.

შედეგებიდან ჩანს, რომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს „ოლეინას“ 42%-ით, მეორე ადგილზე 28%–ით „მზიურია“ , ხოლო რიგით მესამეზე „სლობოდა“ – 22%–ით. დანარჩენ 8%–ს კი სხვადასხვა ბრენდები ინაწილებენ.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბაზრის დიდი წილი (70%) იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს.

2012 წელს საქართველოში საკვები ზეთის იმპორტი 14%-ით შემცირდა და 60 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში ზეთი უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან და მცირე წილი საბერძნეთიდან შემოდის.

ადგილობრივი წარმოების ზეთებიდან საქართველოში ბაზარზე არის ბათუმში არსებული „ბათოილის“ პროდუქცია („მზიური“), უმნიშვნელო წილით არის წარმოდგენილი დედოფლისწყაროში არსებული საწარმო „ქარვა“.

 (ი.ბ) 

წყარო BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია