დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლონური პროექტის ფარგლებში 60 ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე გადამზადდება
2013/07/08 17:07:26

პოლონური გამოცდილება ქუთაისის ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის

პოლონელებმა  ქუთაისში  ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეთა მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად, ახალი პროექტი ჩამოიტანეს. პროექტის „პოლონური საზღვარგარეთული ურთიერთობების მხარდაჭერის“ ფარგლებში, პოლონელთა სამკაციანი ჯგუფი  დღეს ქუთაისის მერიაში  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პოლონელმა სტუმრებმა ქართული და პოლონური ამხანაგობების მუშაობას შორის არსებულ განსხვავებებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. პროექტის ავტორთა თქმით, ამ კუთხით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. პროექტში ქართულ მხარესთან ერათდ ჩართულია უკრაინის სახელმწიფოც.

„განსხვავება ბევრია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ ვეხმარებით ჩვენი ფინანსებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებს. ალბათ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც  ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს ფინანსურ დახმარებას ბინის მესაკუთრეებს.  გარდა ამისა, თქვენ მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყეთ ეს ურთიერთობები ამხანაგობების თავმჯდომარეებთან, ჩვენ კი წლებია, ასე ვმუშაობთ. ჩვენთან პროფესიონალი კადრები მართავენ ამხანაგობებს,  თქვენთან კი  სუსტია მათი  კვალიფიკაცია. ამიტომ  ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ პროფესიული დონის ამაღლებასა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებაში,“ –განაცხადა „პოლონურ–უკრაინული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კრისტო ფილსაკმა. 

„ჩვენი ჯგუფი  ერთი თვის წინ უკვე იმყოფებოდა  პოლონეთში. ადგილზე ნახეს განსხვავებები პოლონურ და ქართული მართვის მექანიზმებს შორის.   ჩვენთან განსხვავებულია საკანონმდებლო ბაზა, ამხანაგობების თავმჯდომარეთა არჩევის წესი და ა.შ. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან  ქართველი ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები და მივიღებთ უფრო ეფექტურ მართვას და ურთიერთობებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან", –განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა.

ქართულ-პოლონური პროექტი მიმდინარე წლის  აპრილში დაიწყო  და  ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში სულ 60 ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე  გადამზადდება. პროექტი  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია