დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოსგან მიღებულ კომპენსაციას ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს
2013/07/05 16:21:48

გათავისუფლებული ვიცე-მერები თანამდებობებზე აღდგენისათვის ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებენ.

დღეს დილით თანამდებობიდან გათავისუფლებული ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესის მოგების შემთხვევაში მიღებულ თანხას საქველმოქმედო ფონდს ჩაურიცხავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობ, არც ერთ თეთრს არ ავიღებ მოგებული სასამართლოდან  ჩემთვის და გადავურიცხავ საქველმოქმედო ფონდს,“ – განაცხადა ამირან ძოწენიძემ psnews.ge -სთან საუბრისას.

მისივე თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ მისი და მეორე ვიცე-მერის, კოტე რატიანის გათავისუფლების  შესახებ ბრძანება ქალაქის მერს წაკითხულიც არ ჰქონდეს.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ფრაზას, რომ ბატონი კოპალიანი დროსა და სივრცეში აცდენილი ადამიანია. საერთოდ,  მგონია, რომ  სხვები აწერენ ხელს დოკუმენტებს მის ნაცვლად.  მე რამდენჯერმე ვაჩვენე მას მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები და მან ისეთი სახე მიიღო, მივხვდი, რომ წაკითხულიც არ ჰქონდა ისინი“, –განაცხადა ქუთაისის ყოფილმა ვიცე-მერმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის ბრძანების საფუძველზე დღეს დილით ქუთაისის მერია ორმა ვიცე-მერმა  – ამირან ძოწენიძემ და კოტე რატიანმა დატოვეს. ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან მათი გათავისუფლების მიზეზი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა გახდა.

გათავისუფლებული ვიცე-მერები თანამდებობებზე აღდგენისათვის ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია